ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, რომელსაც ჰყავს უკანონო პატიმრები - თეა წულუკიანი

შაბათი, 26 იანვარი, 2013 - 16:48

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ვაჰაგან ჩახალიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ იმ ხელისუფლებაში, სადაც ის მინისტრია, არ ჰყავთ უკანონო პატიმრები.

"ჩახალიანს შეეხო ამნისტია და გამორიცხულია ამნისტირებული ადამიანის ციხეში დატოვება, წინააღმდეგ შემთხვევეაში ის ხდება უკანონო პატიმარი. ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, რომელსაც ჰყავს უკანონო პატიმრები, პრეზიდენტისგან განსხვავებით, რომელიც გუშინ აღშფოთებული იყო ამ პირთან დაკავშირებით", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

პრეზიდენტმა ვაჰაგნ ჩახალიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გააკეთა. მისი თქმით, პრემიერის ეს ნაბიჯი დიდი შეცდომა იყო და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას იმაზე, რა გადაწყვეტილებაც მან ერთპიროვნულად მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ვაჰაგან ჩახალიანი "ჯავახკის" აქტივისტი და მასობრივი არეულობების მოწყობის ბრალდებით დააკავეს და 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი რამდენიმე მუხლით.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4