დედაქალაქში გამგეობებისა და მუნიციპალიტეტების რაოდენობა გაიზარდა

შაბათი, 26 იანვარი, 2013 - 16:40

დედაქალაქში 6-ის ნაცვლად 10 გამგეობა, 19-ის ნაცვლად კი 23 მუნიციპალიტეტი იფუნქციონირებს. გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ დღეს მიიღო. გიგი უგულავას ინიციატივა საკრებულოს დეპუტატებს მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა წარუდგინა.

"აღნიშნული ცვლილება გულისხმობს ფაქტობრივად იგივე მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსის გამოყენებით, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე 6 რაიონული გამგეობის ნაცვლად, 10 რაიონული გამგეობის ჩამოყალიბებას, რაც ნამდვილად უფრო ეფექტურს გახდის ადგილობრივი გამგეობების მუშაობას, აამაღლებს მოსახლეობის ჩართულობას გამგეობების მუშაობაში და საბოლოო ჯამში საშუალებას მოგვცემს გადავწყვიტოთ სოციალური და ყველა ის საკითხები, რომლებიც გამგეობების კომპეტენციაში შედის’’ – ინიციატივის დეტალები ჟურნლისტებს იურიდიული სამსახურის უფროსმა ირაკლი აბესაძემ განუმარტა.

საკითხის განხილვამდე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს ფრაქცია "თავისუფლების’’ წევრებმა, რომლებიც აღნიშნულ ინიციატივას მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წევრთა დასაქმებას უკავშირებენ.

საკრებულომ მერის ინიციატივა განსახილველად 10 დღის წინ მიიღო. დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება კი ძალაში მისი გამოქვეყნებისთანავე შევა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.89
  • 3.29
  • 0.04
  • 0.53
  • 1.44