გიგი უგულავას აინტერესებს, როდის გადავა მთავრობა რეალური საქმის კეთებაზე

შაბათი, 26 იანვარი, 2013 - 16:31

თბილისის მერი გიგი უგულავა მერიის თანამშრომლების დაკითხვას ეხმიანება და კაჩინსკის სახელობის სკვერიდან ხელისუფლებას მიმართავს, როდის გადავა ახალი მთავრობა რეალური საქმის კეთებაზე.

მერის განცხადებით, ათობით ობიექტის ჩამოთვლა შეუძლია, სადაც უკანონო ობიექტები არსებობდა და კანონის სრული დაცვით, პირადად მისი დირექტივით მათი დემონტაჟი განხორციელდა:

"მე ახლა ვიმყოფები კაჩინსკის სახელობის სკვერში, სადაც ყოველდღიურად აქ ამ რაიონში მაცხოვრებელი თანამოქალაქე, უამრავი ბავშვი და მოხუცი სეირნობს. მე მინდა საზოგადოებას ვამცნო, თუ რა კავშირშია ეს ყველაფერი ამ სკვერთან. ბოლო დღეების განმავლობაში პროკურატურის მიერ, თბილისის მერიის ბევრი თანამშრომელი დაიკითხა. პროკურატურა შეეჩვია ქარაგმებით საუბარს და აგრძელებს ამ ტენდენციას. მინდა ავუხსნა საზოგადოებას, თუ რა შუაშია ეს ყველაფერი კაჩინსკის სკვერთან, სადაც ეხლა ბავშვები თამაშობენ. მხედრიონის დროიდან მოყოლებული აქ ამ ადგილას ჟანგისა და ბეტონის ხროვად ქცეული ბენზინგასამართი სადგური იდგა, რომელიც ყველა ესთეტიური და იურიდიული ნორმის მიღმა იმყოფებოდა. მეტსაც გეტყვით, ის საერთოდ არ ფუნქციონირებდა. როდესაც გადაწყდა სკვერის რეაბილიტაცია, მეპატრონესთან შეთანხმებით და თანხმობით ამ ობიექტი დემონტაჟი განხორციელდა. სხვათაშორის დღეს პროკურატურას, იგივე მეპატრონის საჩივრის საფუძველზე აღძრული აქვს საქმე და იძიებს თუ რატომ გავაკეთეთ ჩვენ აქ სკვერი და ალბათ დაკითხვაზე დაიბარებენ ბავშვებსაც, თუ რის საფუძველზე თამაშობენ ამ სკვერში. ნიშანდობლივია, რომ 5-10 საათიანი დაკითხვები მიმდინარეობს და პროკურატურამ ერთხელაც არ ჩათვალა საჭიროდ, საზოგადოებას განუმარტოს თუ რას იძიებს. როდესაც თანამდებობის პირებს კითხავენ ბუნებრივი და ლეგიტიმურია საზოგადოებას გააჩნდეს საკითხის მიმართ ინტერესი. ვფიქრობ, ამას ერთი ახსნა აქვს, ის რომ მათ სცხვენიათ. ამ ყველაფერს პროკურატურის მხრიდან მე ავხსნიდი ერთი რამით, ეს არის სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხის გამოძალვის მცდელობა. ეს პიროვნება სახელმწიფოს ედავება 300 000 ლარს. მე დარწმუნებული ვარ, ეს არის ფულის გამოძალვის მცდელობა და შემდეგ ვიღაც გამომძიებლებისთვის ე.წ. "ატკატის" სახით თანხის მიცემა. სხვა ლეგალური სახე ამას არ გააჩნია. ამ მთავრობასთან დიალოგი პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ რიტორიკულ კითხვას დავსვავ: როდის გადავა ახალი მთავრობა რეალური საქმის კეთებაზე. მე შემიძლია ათობით ობიექტი ჩამოვუთვალო მათ, სადაც ესეთი უკანონო ობიექტები არსებობდა და კანონის სრული დაცვით, პირადად ჩემი დირექტივით მათი დემონტაჟი განხორციელდა. ჩვენ შეგვიძლია კიდევ მრავალ ობიექტზე წავიდეთ, მე თვითონ მივიყვან გამომძიებლებს და ბატონ კბილაშვილს და ვაჩვენებ ბევრ ისეთ ობიექტს, სადაც ეხლა ბავშვები თამაშობენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61