ივანიშვილის თანაკურსელმა მოპარული მანქანა სამართალდამცავების ჩარევის გარეშე დაიბრუნა

შაბათი, 26 იანვარი, 2013 - 15:52

პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ოზურგეთელმა თანაკურსელმა, „ქართული ოცნების“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციოის თავმჯდომარემ დავით დარჩიამ რამდენიმე დღის წინ მოპარული მსუბუქი ავტომანქანა, ნივა ვაზ 21-21, სამართალდამცველების ჩარევის გარეშე დაიბრუნა.

ინფორმაცია ადგილობრივმა გაზეთმა "გურიის მოამბემ" გაავრცელა. სტატიის მიხედვით, დავით დარჩიამ საკუთარი ავტომობილის დასაბრუნებლად, დამნაშავეებთან მოლაპარაკება გამართა, რის შემდეგადაც მას ავტომობილი დაუბრუნეს.

მანქანის მოპარვის ფაქტს არ ადასტურებს დარჩიას მეუღლე.

დავით დარჩიას, საკუთარი მსუბუქი ავტომანქანა, თეთრი ფერის, ვაზ 21-21 ნივა სახელმწიფო ნომრით მჯმ-370, გამოძიებისათვის ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მოპარეს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5