17-წლამდელებმა მინსკის ტურნირი საპრიზო ადგილის გარეშე დაასრულეს

შაბათი, 26 იანვარი, 2013 - 15:29

მინსკის საერთაშორისო ტურნირზე, საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაში წააგო და საპრიზო ადგილისთვის ბრძოლის ყველა შანსი დაკარგა. მატჩი ჩვენი გუნდის კარნახით წარიმართა.

ლიტველებმა ყრუ დაცვიდან ითამაშეს, კონტრშეტევებზე დაგვიჭირეს და ამ ტურნირზე პირველი მატჩი მოიგეს. პირველი ტაიმი ქართველთა სრული სათამაშო უპირატესობით წარიმართა და არაერთი საგოლე მომენტიც შევქმენით.

 მეორე ტაიმში, ჩვენი შეტევები კიდევ უფრო მასირებული გახდა, რითაც, სამწუხაროდ, მეტოქემ კარგად ისარგებლა...

მინსკი, საფეხბურთო მანეჟი

საქართველო - ლიტვა 0:3 (0:0)

საქართველო: ქურდაძე, ველიაშვილი, მარგველაშვილი, ტაბიძე, თევზაძე, ხარაიშვილი, რუხაძე (კანდელაკი 53), კერძევაძე, ბერიძე (ჩაბრაძე 58), ზარანდია (კაპ), რ.ჭანტურია

მთ.მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

ლიტვა: პუკასი, იურევიჩუსი, სადაუსკასი, სპეტინისი, ზალეცკისი (პეჩულისი 60), კერშულისი (სკურატოვიჩი 47), შიმკუსი (პუჩინსკასი 54), ბარეიკისი, პუზარა (იანუტავიჩუსი 68), რომანოვსკი (სტონკუსი 76), შეგჟდა

მთ.მწვრთნელი - ვიტაუტას ვაშკუნასი

გოლები: რომანოვსკი (55), შეგჟდა (75, 80)

გაფრთხილება: მარგველაშვილი

ტურნირის ბოლო მატჩს 17-წლამდელები 26 იანვარს ითამაშებენ. ჩვენი მეტოქე მოლდავეთის ნაკრები გუნდი იქნება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3.11
  • 3.5
  • 0.05
  • 0.67
  • 1.5