სანიკიძის 14 ქულა და სიენას გამარჯვება ევროლიგაში

შაბათი, 26 იანვარი, 2013 - 13:16

ვიქტორ სანიკიძის შედეგიანი მატჩი ევროლიგაში. საქართველოს ნაკრების ფორვარდი თავის კლუბ "სიენას" ევროლიგაში მორიგი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. იტალიურმა გრანდმა თურქულ „ბეშიქთაშს“ უმასპინძლა და 63:57 დაამარცხა. სანიკიძემ 23 წუთი ითამაშა და თავის გუნდში ბომბარდირი გახდა.

 ქართველმა ფორვარდმა 14 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა. ვიქტორმა საკმაოდ შედეგიანად ესროლა საშუალო დისტანციიდან: 10-დან 7 ორქულიანი გამოიყენა, ხოლო თითო სამიანი და საჯარიმო ააცილა. "სიენაში" 13 ქულა ჰქონდა ბობი ბრაუნს, ხოლო მეთიუ ჯენინგმა 10 ქულა დააგროვა.

"სიენა" ჯგუფს დაუმარცხებლად ლიდერობს. სანიკიძის გუნდმა მეორე ჯგუფურ ეტაპზე 5-დან 5 მატჩი მოიგო. მომდევნო ტურში, 31 იანვარს, "სიენა" კატალონიაში "ბარსელონას" დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46