არეულობის მოწყობაში ბრალდებულებს სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა

შაბათი, 26 იანვარი, 2013 - 14:43

ოცდაერთ ადამიანს, რომლებიც  სასამართლომ ეგვიპტის ქალაქ პორტ საიდის სტადიონზე საფეხბურთო მატჩის დროს საყოველთაო არეულობის მოწყობაში დამნაშავედ ცნო, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. 

გასული წლის თებერვალში საფეხბურთო მატჩის დროს სტადიონზე მომხდარ არეულობას 74 ადამიანი ემსხვერპლა, ათასობით ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. მასობრივი არეულობა სტადიონზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივმა გუნდმა  ანგარიში  3-1 გახადა.

სტუმარი გუნდის ფანები სტადიონზე შევარდნენ და ფეხბურთელებს ცემა დაუწყეს, რის შემდეგ  არეულობაში მთელი სტადიონი ჩაერთო.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46