თორნიკე შურღულაია ხელისუფლებას წინა პერიოდების ორმაგ სტანდარტებზე უარის თქმას ურჩევს

შაბათი, 26 იანვარი, 2013 - 13:08

დასახული მიზნის მისაღწევად, რაც ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას და რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას ითვალისწინებს, აუცილებელია ქვეყანაში მშვიდი გარემოს შექმნა. უნდა დალაგდეს შიდა პოლიტიკური ვითარება, შიდა პოლიტიკური ინტერესებიდან

 გამომდინარე, ჩამოყალიბდეს საგარეო პოლიტიკური კურსი და განისაზღვროს საგარეო ორიენტაციის ვექტორები, - აცხადებს "ჯეონიუსთან" საუბარში ისტორიის აკადემიური დოქტორი თორნიკე შურღულაია.

 

შურღულაია ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას წინა პერიოდების ორმაგ სტანდარტებზე, გაატაროს ჭეშმარიტი ეროვნული კურსი  და იქვე ამატებს: "როგორც კონსტანტინე გამსახურდია იტყოდა, ქართველების უბედურება ისაა, რომ სხვის დაკრულ დუდუკზე უყვართ ბუქნაობაო".

"რუსეთთან მიმართებაში  გაიმარჯვა დასავლეთმა, რუსეთმა დიპლომატიური და საინფორმაციო ომი წააგო, დამარცხებული კვლავ საქართველო დარჩა", - დასძენს აკადემიური დოქტორი.

 

ნუგო სოტკილავა

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

უწმინდესი ახლა უფრო დიდ განსაცდელშია, ვიდრე გერმანიაში წასვლის წინ იყო - ელისო კილაძე უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... ისეა ჩვენი საქმე... - გიორგი მარიამიძე რუსთავი 2-ზე ყველაზე გულისამრევი რუსთავი 2-ის ისტორიაში არის ქიბარ ხალვაშის "რეჟიმის მსხვერპლად" გამოცხადება - თორნიკე შარაშენიძე ყურადღება: რუსთავი 2-ის საქმეზე მოლაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილთან დაიწყო ეს იყო უმკაცრესი პასუხი ვიზალიბერალიზაციაზე და საქართველომ, რუსეთის ხელით, ევროპას სილა გააწნა - სულა სულაშვილი სუსი ევაჭრება მამა გიორგი მამალაძეს, აღიაროს დანაშაული და მას პატრიარქის თხოვნით შეიწყალებენ - ელისო კილაძე

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.45
  • 2.64
  • 3.06
  • 0.04
  • 0.68
  • 1.44