ანარქისტული ქმედებები საერთაშორისო თანამშრომლობის ფერხულში ჩაბმულ რუსეთს არ აწყობს - თორნიკე შურღულაია

სამშაბათი, 22 იანვარი, 2013 - 14:26

აფხაზეთი-საქართველო-სომხეთის სარკინიგზო ხაზის ამოქმედება სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის საუკეთესო ნაბიჯია, თუმცა აქ გასათვალისწინებელია, რის სანაცვლოდ გადადგამს ამ ნაბიჯს საქართველო

და როგორ გამოიყენებენ ამ კეთილ აქტს რუსეთის მხარე და მისი მორჩილი აფხაზეთის ლიდერები, - განუცხადა "ჯეონიუსს" ისტორიის აკადემიურმა დოქტორმა თორნიკე შურღულაიამ.

 

შურღულაიამ იმ საფრთხეებზეც ისაუბრა, რომელიც, შესაძლოა, აფხაზეთის მხრიდან წამოვიდეს. მისივე თქმით, ყოველ ახალ ინიციატივას ახლავს რისკის ფაქტორები, არ არის გამორიცხული, დივერსიული და ტერორისტული აქტებით სიტუაციის გამწვავება, თუმცა იქვე დასძენს, რომ აღნიშნული ანარქისტული ქმედებები საერთაშორისო თანამშრომლობის ფერხულში ჩაბმულ რუსეთს, საეჭვოა, რომ აწყობდეს.

"ამ ეტაპზე სწორედ რუსეთს არ აძლევს ხელს მსგავსი ქმედებების განხორციელება საქართველოს წინააღმდეგ, ხოლო აფხაზეთის მთავრობა რუსეთის ნებართვის გარეშე ვერანაირ ქმედებებს ვერ განახორციელებს არც ახლა და არც მომავალში", - აცხადებს.

 ნუგო სოტკილავა

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46