"რუსთავი 2-ის" დამფუძნებლები არხის მითვისების შესახებ განცხადებას ავრცელებენ

პარასკევი, 21 დეკემბერი, 2012 - 15:49

"რუსთავი 2-ის" დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქამიძე  სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ,  "ნაციონალური მოძრაობის" მიერ "რუსთავი 2"-ის  მითვისების შესახებ.

 "ჯეონიუსი" გთავაზობთ განცხადების ტექსტს:

"ბოლო დღეებში "რუსთავი 2-ის" ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა "ნაციონალური მოძრაობის" უმაღლესი პირების მხრიდან წარმოაჩინონ, თითქოს, მიმდინარეობს მიზანმიმართული ბრძოლა თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, ვალდებულს გვხდის შევახსენოთ საზოგადოებას: 2004 წელს, სწორედ ხელისფლების უმაღლესი პირების მხრიდან ზეწოლით და იძულებით მოხდა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ "რუსთავი 2-ის" მითვისება. შედეგად ტელევიზია გადაიქცა პარტიულ პროპაგანდისტულ იარაღად. ჩვენ კარგად გვესმის "რუსთავი 2-ის" თანამშრომლების, რომლებიც ბოლო 9 წელია იმყოფებიან მუდმივი სტრესის და წნეხის ქვეშ როგორც ყოფილი ხელისუფლების, ასევე მეპატრონეებისა და მენეჯმენტის მხრიდან. გვჯერა, რომ გამჭვირვალე და ობიექტური გამოძიების შედეგად, ერთად შევძლებთ "რუსთავი 2-თვის" თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის სახელის დაბრუნებას, გამიჯნულს ნებისმიერი პოლიტიკური და პარტიული ზეგავლენისგან. აქვე რწმენას გამოვთქვამთ, რომ მოქმედი გენერალური დირექტორის დაკავება არ არის პოლიტიკური ზეწოლის მცდელობა მედიაზე. ვფიქრობთ, შექმნილ ვითარებაში ყველა კითხვის მოსახსნელად საუკეთესო გამოსავლი დაკავებულის თავდებით გათავისუფლება იქნებოდა",- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე აწერენ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 3
  • 3.43
  • 0.04
  • 0.6
  • 1.44