მიხეილ სააკაშვილს ვარსკვლავები მძიმე პერიოდს უწინასწარმეტყველებენ

ორშაბათი, 10 სექტემბერი, 2012 - 17:57

მიხეილ სააკაშვილისთვის 2012 და მომდევნო 2013 წელი არცთუ სახარბიელო იქნება, თუმცა ჰოროსკოპის მიხედვით, მას ყოველთვის აქვს შანსი, რომ "ფერფლისგან აღსდგეს". ამაზე მეტყველებს ძლიერად გამოხატული მორიელის ნიშანი,    რომელიც ჰოროსკოპის ე.წ. მერვე სახლს მიეკუთვნება. ეს არის  რისკისა და საფრთხის სახლი. მას არა მხოლოდ მტრები, არამედ ბევრი თაყვანისმცემელიც ჰყავს, - ასეთია პაველ გლობოს მიერ შედგენილი მიხეილ სააკაშვილის ასტროლოგიური ჰოროსკოპი.

ასტროლოგის მიერ შედგენილი ჰოროსკოპის მიხედვით, 2012 წელს, როდესაც იუპიტერი კუროს ზოდიაქოში შევა, სააკაშვილის გეგმები და პროექტები შეიძლება "ერთბაშად დაინგრეს", ხოლო 2013 წელს, როცა იუპიტერი ტყუპების ნიშანში შევა, მძიმე პერიოდი დაუდგება. მომავალ წელს მისი მტრები გააქტიურდებიან, დაუპირისპირდებიან და მათთან შებრძოლება გაუჭირდება. მას თავისივე ახლო მეგობრებიც კი განუდგებიან. დიდი ალბათობაა, რომ ამ პერიოდში დაკარგოს ძალაუფლება, თუმცა სააკაშვილს აქვს შანსი, გადალახოს ეს პერიოდი და ახალი პოლიტიკური სტარტი აიღოს.

მასში, რა თქმა უნდა, მკვეთრად არის გამოხატული მშვილდოსნის ნიშნები. მშვილდოსანი არის აქტიური ორგანიზატორი, ის არასოდეს კმაყოფილდება მიღწეულით, რადგან აქვს უზარმაზარი შესაძლებლობები. სააკაშვილი, ბუნებით ტიპიური ავანტიურისტია. ამაზე მეტყველებს ძლიერი პლანეტა მარსი, რომელიც მერწყულის ნიშანში იმყოფება. საქართველოს პრეზიდენტი იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც ხშირად იტყუება და იმყოფება რისკის ზღვარზე. მას მოსწონს ხიფათთან თამაში. ამასთან ერთად, მას ვერ უწოდებ მამაც და ძლიერ ადამიანს, ვინაიდან სატურნი, რომელიც სიმტკიცის და სიმამაცის პლანეტაა, მასთან არ არის სახარბიელო მდგომარეობაში. ის არ არის საკუთარ თავში დარწმუნებული, ამიტომ ამ თვისებას ხშირად  ნიღბავს გრანდიოზული სპექტაკლებით, რომელსაც ხალხში მართავს. ძლიერი ვენერა და ღრიანკალის ნიშანი აიძულებენ, გაიმარჯვოს სასიყვარულო ასპარეზზე, რაც, მისთვის ძირითადად წარმატებით მთავრდება, - ასე ახასიათებს საქართველოს პრეზიდენტს გლობო.

მისივე ვარაუდით, სააკაშვილი მსახიობური მონაცემების, მომხიბვლელობისა და ქარიზმის გამო, კიდევ დიდხანს იქნება მსოფლიო პოლიტიკის ყურადღების ცენტრში.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

უწმინდესი ახლა უფრო დიდ განსაცდელშია, ვიდრე გერმანიაში წასვლის წინ იყო - ელისო კილაძე უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... ისეა ჩვენი საქმე... - გიორგი მარიამიძე რუსთავი 2-ზე ყველაზე გულისამრევი რუსთავი 2-ის ისტორიაში არის ქიბარ ხალვაშის "რეჟიმის მსხვერპლად" გამოცხადება - თორნიკე შარაშენიძე ყურადღება: რუსთავი 2-ის საქმეზე მოლაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილთან დაიწყო ეს იყო უმკაცრესი პასუხი ვიზალიბერალიზაციაზე და საქართველომ, რუსეთის ხელით, ევროპას სილა გააწნა - სულა სულაშვილი სუსი ევაჭრება მამა გიორგი მამალაძეს, აღიაროს დანაშაული და მას პატრიარქის თხოვნით შეიწყალებენ - ელისო კილაძე

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.45
  • 2.65
  • 3.06
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42