ანზორ საკანდელიძე: კავკასიის ქედზე მიმდინარეობს რღვევა, რის გამოც 9-ბალიანი მიწისძვრა პოტენციურად გარდაუვალია

ოთხშაბათი, 16 მაისი, 2012 - 22:26

"სეისმური ნორმების დარღვევის გამო თბილისი შეიძლება ახლავე გამოვაცხადოთ უბედურების ზონად. თუ ადრე ნორმა 7 ბალი იყო, 2010 წლის 1-ელი იანვრიდან 8 ბალამდე გაიზარდა.

 ყველა ქვეყანაში სეისმური საფრთხეების ზრდაზე საუბრობენ, ჩვენ კი მშენებლობის სამინისტრო გავაუქმეთ და მთელი თბილისი რომ ამოწყდეს, პასუხისმგებელი არავინ არ იქნება - პასუხისმგებელი სეისმურ უსაფრთხოებასა და შენობების გამძლეობაზე ყველა ქვეყანაში იყო და არის მშენებლობის სამინისტრო. მთელ მსოფლიოში, არც ერთ ეპოქაში, არავის აზრად არ მოსვლია მშენებლობის სამინისტროს გაუქმება. ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებშიც ყველგან არის ეს სამინისტრო, მისი გაუქმება ეს არის ქართველი ხალხის გაწირვა სასიკვდილოდ - იმიტომ, რომ არც ერთი შენობა არ მოწმდება არც სამშენებლო და არც ეკოლოგიური უსაფრთხოების მხრივ", - აცხადებს ყოფილი პარლამენტარი, ასოციაცია "მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე" ხელძღვანელი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ანზორ საკანდელიძე გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "თბილისი ახლავე შეიძლება გამოცხადდეს სტიქიური უბედურების ზონად!" / "დროა, ხელისუფლებამ გამოიღვიძოს, თორემ თბილისი განწირულია საშინელი კატასტროფისათვის"

 

"გადავხედოთ, რა სახლები გვაქვს თბილისში: ეს არის დაახლოებით XIX საუკუნეში აშენებული შენობები, რომლებიც უკვე ამორტიზებულია და მათი სეისმომედეგობა განსაზღვრული არ არის. ეს ყველაზე დიდი საშიშროების კერაა ჩვენს დედაქალაქში. მეორე - ეს არის საბჭოთა კავშირის პერიოდში აშენებული სახლები, რომლებიც 7 ბალზეა გათვლილი. 1930-იანი წლებიდან თბილისში უკვე დაწესდა ნორმები და შენდებოდა 7-ბალიანი სეისმომედეგობის მქონე სახლები. საერთოდ, რკინა-ბეტონის შენობების მედეგობის ხანგრძლივობა არის 100 წელიწადი, ამიტომ თბილისში ბევრი სახლი უკვე უახლოვდება ამორტიზაციის ბოლო ფაზას, რის გამოც მათი სეისმომედეგობა 7 ბალიც აღარ არის. მესამე ტიპის შენობები არის ის, რაც აშენდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბოლო ოცი წლის განმავლობაში. არც ერთი მათგანის უსაფრთხოება არ არის ლაბორატორიულად შემოწმებული. ეს სახლები როგორ შენდებოდა, კარგად ვიცი, იმიტომ, რომ 1990-იან წლებში დაიწყო მასობრივი ფალსიფიკაცია: ბეტონის გაყიდვა დაიწყეს ნახევარ ფასად და ეს ხდებოდა ცემენტის შემცირების ხარჯზე. ბუნებრივია, ცემენტის შემცირებით ბეტონის სიმტკიცე კატასტროფულად მცირდება. სამწუხაროდ, ჩვენს ასოციაციას არ მიეცა საშუალება, შეგვემოწმებინა თბილისში მშენებარე სახლები. ამის საშუალება არც ერთმა მერმა არ მოგვცა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ანზორ საკანდელიძე.

"მხოლოდ ერთხელ - 2004 წელს, როდესაც თბილისის მერი იყო ზურაბ ჭიაბერაშვილი. მივიღეთ ნებართვა და კომისიასთან ერთად მოვახერხეთ რამდენიმე ობიექტის შემოწმება. 100%-ით დადასტურდა, რასაც ვვარაუდობდით: არც ერთ მშენებარე თუ აშენებულ კორპუსში ბეტონის სიმტკიცე ნორმას არ შეეფერებოდა, მეტიც, სიმტკიცე ორჯერ ნაკლები იყო დაშვებულ ნორმაზე. მათ შორის იყო "ცენტრ-პოინტის" მიერ აშენებული სახლებიც, მაგრამ რჩეულიშვილებმა საქმე ჩაფარცხეს და ეს საკითხი საკრებულოს სხდომაზე განსახილველად არც კი გაუტანიათ. შემოწმების შედეგი ისეთი კატასტროფული იყო, რომ მცხეთის ქუჩაზე აშენებული ერთ-ერთი სახლის დანგრევა მოვითხოვე, მაგრამ ეს საქმეც ჩაიფარცხა და დღეს იმ კორპუსში ხალხი ცხოვრობს. ამ შემოწმებამ დაადასტურა, რომ ათი წლის განმავლობაში მთელი თბილისი ფალსიფიცირებული ბეტონითა და მასალით შენდებოდა. დღეს კი, როცა სეისმური რისკები გაიზარდა და მიწისძვრის საშიშროებაც მეტია, ამ პრობლემას რა ეშველება, აღარ ვიცი! გიგი უგულავამ არც მიგვიღო და არც ჩვენს წერილებს უპასუხა", - განაგრძობს რესპონდენტი.

 "ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ 8-ბალიანი მიწისძვრის შემთხვევაში თბილისი შეიძლება იქცეს ერთ დიდ საძმო სასაფლაოდ, ამ ქალაქისაგან აღარაფერი დარჩება! დროა, ხელისუფლებამ გამოიღვიძოს, თორემ თბილისი განწირულია საშინელი კატასტროფისთვის. ჩვენს ასოციაციაში ამ დარგის საუკეთესო სპეციალისტები არიან. ყველაფერი შემუშავებული გვაქვს, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს. სძინავს ხელისუფლებას, სძინავს ხალხსაც და შეიძლება ამ ძილში გავიპაროთ კიდეც. თითქმის ნახევარი საქართველო თბილისშია, აქ რომ რამე მოხდეს, ჩვენი ქვეყანა აღარ იარსებებს! უნდა დავსხდეთ ერიც, ბერიც და ეს ქვეყანა გადავარჩინოთ! სასწრაფოდ უნდა შემოწმდეს განსაკუთრებით სახიფათო შენობები, უნდა გამოვასახლოთ იქიდან ხალხი და თანდათან დავიწყოთ ახალი სახლების მშენებლობა. ლაზიკა და ახალი ქალაქები კი არა, ჯერ რაც გვაქვს, იმას მოვუაროთ. თუ რამის აშენების თავი გვაქვს, ამ ხალხს მივხედოთ და ავარიული სახლებიდან და სახიფათო კორპუსებიდან გავიყვანოთ - ეს არის სიკვდილის ბუდეები, სადაც არ შეიძლება ცხოვრება", - მიიჩნევს ანზორ საკანდელიძე.

"გეოფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს, აკადემიკოს თამაზ ჭელიძეს მაინც დაუჯერეთ: კავკასიის ქედზე მიმდინარეობს რღვევა, რის გამოც 9-ბალიანი მიწისძვრა პოტენციურად გარდაუვალია. დაბეჯითებით ვამბობ, რომ თბილისში არც ერთი 8-ბალიანი კორპუსი არ აშენებულა. ამას რომ ვამბობ, ხელს ვუშლი ყველას, ვინც ამ ბიზნესშია, მაგრამ არც ერთ მათგანს არ უჩივლია ჩემთვის, იმიტომ, რომ თვითონაც კარგად იციან, რა აქვთ ნაშენები. ჩვენსავით პატარა ქვეყანაა ისრაელი, მაგრამ მათი მშენებლობის სამინისტრო 30 განყოფილებისაგან შედგება, სწორედ ამიტომ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც არ აქვს სამშენებლო ნორმები და სტანდარტები. ყველაფერი მიშვებულია თვითდინებაზე, ყველა მშენებლობა ლამის ელიავას "შაბაშნიკების" დონეზე მიმდინარეობს. ჯერჯერობით ღვთის ანაბარა ვართ დარჩენილი და ისევ ჩვენი პატრიარქისა და ეკლესიიის ლოცვა-კურთხევა თუ გადაგვარჩენს, თორემ მშველელი არსაიდან ჩანს!" - დაასკვნის რესპონდენტი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4