დომოდედოვოს აეროპორტში ტერაქტისას დაღუპულებს შორის ერთი ქართველია

ოთხშაბათი, 26 იანვარი, 2011 - 14:33

დომოდედოვოს აეროპორტში ტერაქტისას დაღუპულებს შორის ერთი ქართველია. გარდაცვლილი რუსეთის მოქალაქე იყო. ცხედრებს შორის ის ნათესავებმა ამოიცნეს. როგორც ცნობილია მოსკოვშის მერის სერგეი სობიანინის და მოსკოვის ოლქის გუბერნატორის ბორის გრომოვის ინიციატივით გლოვა გამოცხადდა. გლოვის დღის გამო, გადადებულია ყველა გასართობი ღონისძიება, ადგილობრივი ტელევიზიების ეთერით არ გადაიცემა გასართობი გადაცემები, ქალაქის მასშტაბით დაშვებულია დროშები. გაერო–ს უშიშროების საბჭომ დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარი ტერაქტისას დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

"ჩვენ თანავუგრძნობთ დაღუპულთა ოჯახის წევრებს და თანადგომას ვუცხადებთ რუსეთს და იმ ქვეყნებს, რომელთა მოქალაქეები ტერაქტისას დაშავდნენ", – განაცხადა წუთიერო დუმილის გამოცხადებამდე ბარბალიჩმა.

მოსკოვში მომხდარი ტერაქტის შესახებ მონაცემებს ნიუ იორკის პოლიცია შეაგროვებს. ამერიკელი გამომძიებლები რუსეთში უკვე ჩავიდნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.06
  • 3.45
  • 0.04
  • 0.42
  • 1.54