პაველ გლობო : "2012 წელს რუსეთს გადატრიალება ელოდება"

ორშაბათი, 05 მარტი, 2012 - 16:46

ჯერ კიდევ ორი თვის წინ ცნობილმა ასტროლოგმა პაველ გლობომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით 2012 წლის ასტროლოგიური პროგნოზი შეადგინა. მისი თქმით, შავი დრაკონის წელი რუსეთისთვის საკმაოდ მძიმე იქნება.

 

გლობო საუბრობს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნეზე. მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდად ჩაივლის, პუტინის პრეზიდენტობას წლის ბოლოს საფრთხე დაემუქრება.

"2012 წლის პირველი ნახევარი რუსეთში შედარებით წყნარად ჩაივლის, საპრეზიდენტო არჩევნებიც კი არ გამოიწვევს არეულობას, მაგრამ შემოდგომაზე რუსეთს დიდი ცვლილებები ელის. არ არის გამორიცხული, რომ ოქტომბერში სახელმწიფო გადატრიალება მოხდეს და მთლიანად შეიცვალოს მმართველი ძალა", - ვარაუდობს პაველ გლობო.

 "პუტინს ძალისმიერი მეთოდებით მოუწევს ხელისუფლების შენარჩუნება, თუ იგი მართველ ელიტას არ შეცვლის, ამას მის მაგივრად ხალხი გააკეთებს და თან პუტინსაც მიაყოლებს უკან. პრეზიდენტს ასევე მოუწევს ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავება ადგილის შესანარჩუნებლად", - განაცხადა ასტროლოგმა. 

გლობოს თქმით,  მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელი ეკონომიკური შოკით იქნება აღსავსე, იგი არც ისე  დასამახსოვრებელი იქნება საზოგადოებისთვის, მაგრამ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი 2013 - 2014 წელს პიკს მიაღწევს. 2008 წელს მომხდარი ეკონომიკური კრიზისი მომავალი "ცუნამის" გამაფრთხილებელი ტალღა აღმოჩნდება, თუმცა 2015 წელს რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორდება.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.48
  • 2.7
  • 3.19
  • 0.04
  • 0.7
  • 1.46