ჰამლეტ გეგია: საქმე გვაქვს ინკვიზიციასთან?!

ხუთშაბათი, 14 ივლისი, 2011 - 13:54

ილიას უნივერსიტეტის დაქვემდებარების ქვეშ მყოფ ზოგიერთ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს დაფინანსება შუწყდება, რაც ავტომატურად მათ დახურვას გამოიწვევს.

ეს ისედაც მცირე დაფინანსებაზე (150 ლარი) მყოფი  ფსიქოლოგიის, პოლიტოლოგიის, ზოოლოგიისა და დემოგრაფიის ინსტიტუტების მეცნიერებისთვის დიდი დარტყმა იქნება.

"ეს სფეროები პრიორიტეტს აღარ წარმოადგენენ", - ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ილიას უნივერსიტეტისთვის გაგზავნილ განცხადებაში. რექტორმა გიგი თევზაძემაც არ დააყოვნა და ზემოთხსენებული ინსტიტუტების დაფინანსების შეწყვეტას ხელი მოაწერა.

თემასთან დაკავშირებით "ჯეონიუსი" საზოგადოებრივ ექსპერტ ჰამლეტ გეგიას ესაუბრა,  რომელმაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მოკრძალებული თხოვნით მიმართა.

ფსიქოლოგია:

- საბედნიეროდ საქართველოში ისტორიულად ჩამოყალიბდა მსოფლიოში უმნიშვნელოვანესი უზნაძის ფსიქოლოგიური სკოლა, რომელიც დღემდე ადამიანის ქცევისა და მისი ბუნების ამსახველი რეალური მოდელია. იმის ნაცვლად, რომ მთავრობამ უზნაძის სახელობის მუზეუმი შექმნას და ხელი შუწყოს საქართველოში სოციოლოგიისა და ფსიქოლოგიის განვითარებას, პატივცემული გიგი თევზაძის განცხადების საფუძველზე დაფინასება უნდა შეუწყდეს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურის, უზნაძის სახელობის ინსტიტუტს.

ვფიქრობ, რომ ბატონი გიგის დონეზე არ უნდა წყდებოდეს საქართველოში ფსიქოლოგიური ინსტიტიტი განვითარდება თუ ფუნქციონირებას შეწყვეტს.

დემოგრაფია:

- ასევე უდიდესი მნიშვნელობა აქვს დემოგრაფიის პრობლემების შემსწავლელ ინსტიტუტს, რომელიც ჩვენი აწმყოსა და მომავლის მეცნიერული სარკეა.

ზოოლოგია:

- რაც შეეხება ზოოლოგიის ინსტიტუტს, ყველა ქართველს კარგად მოეხსენება, რომ საქართველოში ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესი კვლევები მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას მსოფლიო აღიარების მეცნიერი ბერიტაშვილი იღებდა.

პოლიტოლოგია:

- აღარაფერს ვამბობ პოლიტოლოგიაზე. ეს არ არის მარქსისტული გადმონაშთი. პოლიტოლოგია-ეს არის მეცნიერება, რომელიც ასახავს საზოგადოებრივი შემეცნების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს, რომლის გარეშეც საქართველოში წარმატებული პარლამენტარიზმის კულტურა და ახალ ფაზაში აყვანილი პოლიტიკური მდგომარეობა ვერ განვითარდება, რადგანაც პოლიტოლოგია, როგორც მეცნიერება ემსახურება საზოგადოებაში პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებას.

თხოვნა მთავრობას...

- მოკრძალებით მივმართავ განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინს, არ შეწყვიტოს მათი დაფინასება და თუ მართლა ვინმე თვლის, რომ ფსიქოლოგია, პოლიტოლოგია, სოციოლოგია, მარკეტინგი, რეკლამა, თაობის აღზრდა, ცივილიზაციის განვითარების ხელშეწყობა არ უნდა დაფინანსდეს, მაშინ საქმე გვაქვს ინკვიზიციასთან, რომელიც ებრძოდა მეცნიერებას, რომ ადამიანის შემეცნება არ განვითარებულიყო... იმედია ჩვენი მთავრობა და ბატონი შაშკინი ხელს შეუწყობენ  ამ დარგების მეცნიერულ განვითარებას და გაატარებს შესაბამის რეფორმებს რათა მოხდეს ქართველი მეცნიერების წარმოჩინება მსოფლიო მასშტაბით...

ალტერნატივა...

- ჩემი აზრით საქართველოს მთავრობა არ მიიღებს მსგავს გადაწყვეტილებას და ბატონი გიგი თევზაძის  "მეცნიერულ დასკვნას" მხარს არ დაუჭერს და თუ მოხდება ზემოთხსენებული ინსტიტუტების დაფინანსების შეწყვეტა კოლეგებთან ერთად დავიწყებთ ამ ინსტიტუტების გადარჩენისთვის სპეციალური ფონდების შექმნას, რომლსაც ჩვენი ბიზნეს სექტორი და მოსახლეობა გამოეხმაურება და მხარს დაუჭერს... თუმცა ჩვენი ჯიბიდან ფინანსირდება მთავრობაც, ილიას უნივერსიტეტიც და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტებიც...

 

ინგა მურუსიძე

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46