ჰამლეტ გეგია თბილისის მერიას ჟურნალისტთა მემორიალური კომპლექსის დაჩქარებულ გაშენებას სთხოვს

ოთხშაბათი, 29 ივნისი, 2011 - 10:36

საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე ჰამლეტ გეგია ჟურნალისტ ირმა ინაშვილის, აფხაზეთის კონფლიქტისას დაღუპული ჟურნალისტების მემორიალური დაფის შესახებ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რასაც "ჯეონიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"უპირველეს ყოვლისა ირმა ინაშვილს მინდა მადლობა გადავუხადო ამ ფაქტის გახმაურებისთვის. არავის აქვს უფლება ჩრდილი მიაყენოს აფხაზეთში დაღუპული ჩვენი გმირი ჟურნალისტების სახელს.

2007 წელს საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითმა კავშირმა ჩემი პასუხისმგებლობითა და მერიის მხარდაჭერით ალექსანდერე (საშა) იოსელიანისა და დაღუპული ჟურნალიასტების მემორიალური დაფა გადმოვიტანეთ მზიურის ტერიტორიაზე, ჟურნალისტთა ხეივანში. თუ ვინმემ ჟურნალისტთა სხვა მემორიალურ დაფას შეუსაბამო ადგილი მიუჩინა და თუ პროვოკაციასთან არ გვაქვს საქმე, ამ შემთხვევაში მსგავსი დამოკიდებულება ყოვლად დასაგმობია, ვისი ბრალეულობაც არ უნდა იყოს.

მივმართავთ მერიას დააჩქაროს, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაღუპულ გმირ ჟურნალისტთა უკვდავსაყოფად მემორიალური კომპლექსი გახსნას, სადაც საქართველოს მედიის უახლესი ისტორიის მუზეუმიც განთავსდება. ჩემი ინფორმაციით ეს საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია.

იმედია მთავრობა ხელს შეუწყობს ჟურნალისტებს საქართველოს უახლესი მედია-ისტორიის მუზეუმის შექმნაში".

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55