ჰამლეტ გეგია: მომხდარი ფაქტი ჟურნალისტური საქმიანობის იმიჯს სერიოზულ საფრთხეს უქმნის

ხუთშაბათი, 07 ივლისი, 2011 - 15:13

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დაკავებულები არიან ფოტორეპორტიორები:

ზურაბ ქურციკიძე (ევროპის ფოტოსააგენტოს  წარმომადგენელი საქართველოში), ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის  პრესსამსახურის ფოტოგრაფი), მისი მეუღლე ნათია გედენიძე და  გიორგი აბდალაძე (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი).

დაკავებულ პირებს ბრალი ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "ჯეონიუსი" ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე ჰამლეტ გეგიას ესაუბრა.

-ბატონო ჰამლეტ, როგორია ჯურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის პოზიცია დაკავებული ფოტორეპორტიორების საკითხთან დაკავშირებით?
-რათქმაუნდა ძალზედ მტკივნეულია განსაკუთრებით, ჟურნალისტთა კორპუსისათვის, როდესაც მათი წარმომადგენლები, ფოტო-ჟურნალისტების მიმართ ვრცელდება საკამოდ სერიოზული ბრალდება-ჯაშუშობა. თუ მართლაც გამოძიებამ დაადასტურა მათი ბრალეულობა, ეს კიდევ ერთხელ სერიოზული გაფრთხილება იქნება არა მარტო მთავრობისთვის, არამედ ჩვენი კოლეგებისთვის - ჟურნალისტებისთვის. თავისთავად ეს ფაქტი, იმ ფორმულირებით, რაც პრესაში გავრცელდა, საერთოდ ჟურნალისტური საქმიანობის იმიჯს საერიოზულ საფრთხეს უქმნის. ალბათ ბევრად უფრო მეტს, ვიდრე მათი სამთავრობო სტრუქტურებში "მოღვაწეობა". ჟურნალისტთა შემოქმედებითმა კავშირმა არა ერთხელ დააყენა მთავრობისა და საზოგადოების წინაშე საკითხი, რომ აუცილებელია სახელმწიფო მხარდაჭერით  შეიქმნას ჟურნალისტთა დამოუკიდებლობის ფონდები, რომელიც ფინანსურად დაეხმარება ჟურნალისტებს, რედაქციებს იყვნენ ფინანსურად დამოუკიდებელი და ორიენტირებული იყვნენ მხოლოდ საინფორმაციაო ბაზარზე სიტყვის თავისუფლების ფარგლებში და არ ჰქონდეთ არანაირი ცდუნება მოიძიონ სხვა დაფინანსების წყაროები, რომელიც არც პროფესიული ეთიკის პრინციპებში, არც  სახელმწოფო ინტერესებში და არც ჟურნალისტის პროფესიას შეურაცხყოფს, წინააღმდეგ შემთხვევაში მედიაგამოცემები, რომლაც არ ძალუძთ საკუთარი თავის დაფინანსება, ფინანსური ძალების გავლენის ქვეშ ექცევიან.
მსოფლიოს არც ერთ სპეცსამსახურს არ სჭირდება, მტერს თუ მეგობარს, საქართველოში სპეც ინფორმაციის შეგროვება, რადგანაც საქართველოში ინფორმაცია საკმაოდ ღია და ხელმისაწვდომია. მითუმეტეს, როდესაც ქართული საზოგადოება არანაირ მტრობას არ გამოხატავს არც ერთი ქვეყნის მიმართ. პირიქით, ცალმხრივად ხსნის საზღვრებს და ყველას ეპატიჟება საქართველოს კულტურისა და კაცთმოყვარეობის გასაცნობად.

-როგორ ახსნით "Associated Press"-ის დაკავებული ჟურნალისტის გათავისუფლებას?

-როცა ადამიანს აკავებენ, არსებობს ეჭვის საფუძველი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაკავება არის უკანონო. როგორც ჩემთვის ცნობილია, დაკითხვის პროცესში ეჭვმიტანილი იკითხება როგორც მოწმე. თუ ეჭვმიტანილია, უნდა მოხდეს სასამართლო გადაწყვეტილების მიღება აღმკვეთი ღონისძიების კუთხით. ამ შემთხვევაში ალბათ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ არსებობდა მტკიცებულების ის ფორმა, რომელიც სასამართლო პროცესს ცალსახად უზრუნველყოფს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სასამრთლო პროცესამდე ვინმე არის, ან არ არის დამნაშავე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე გვაქვს საკამოდ საიდუმლოებით, ე. წ. "გრიფით" სტატუსის საქმესთან.
აღშფოთებული ვარ, რომ რამდენიმე წლის წინ პრეზიდენტის აპარატში ერთი ჯაშუში უკვე დააკავეს, ახლა უკვე მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. მე, როგორც ჟურნალისტი, შეურაცხყოფილი ვარ, როცა ჟურნალისტთა კორპუსის წარმომადგენლები ჯაშუშების ბრალდებით არიან ეჭვმიტანილი. სამწუხაროდ, არ გამოვრიცხავ, რომ მედია და არა მარტო მედია სივრცეში საკმაოდ კარგად არიან მოკალათებული მტრული ძალების ლობისტები.

-როგორ ფიქრობთ, უნდა გამოუცხადოს თუ არა ჟურნალისტთა კორპუსის წარმომადგენლებმა სოლიდარობა დაკავებულებს?

- ნებისმიერ ადამიანს, როცა ის აღნიშნულ სიტუაციაში იმყოფება, განსაკუთრებით კი რეპორტიორს, რათქმა უნდა სოლიდარობა უნდა გამოვუცხადოთ, ვიდრე მათი ბრალეულობა არ დამტკიცდება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა ვიყოთ ყურადღებით რომ ვემსახუროთ სიტყვის თავისუფლებას და საქართველოს, რომ არ იყოს შელახული ჩვენი ჟურნალისტური ღირსება.

- რას აკეთებთ თქვენ ამისთვის? ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირი?
- ამასთან დაკავშირებით ჩვენ ბევრი განცხადება გავაკეთეთ, გამოვაქვეყნეთ პუბლიკაციები. რამდენიმე გაზეთის რედაქციამ მოვილაპარაკეთ და შევქმენით ჟურნალისტთა დამოუკიდებლობის ფონდი. იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფო ამ ფონდს ხელს შუწყობს. როგორც ცივილურ სამყაროშია მიღებული, პრესის მხარდაჭერის უზრუნველყოფის თვალსაზრისით და მედიასაშუალებების საინტერესო სპექტრს ყოველთვის ექნება ფინანსური რესურსი, რათა არ მოხდეს მომავალში მათი საქმიანობის შეწყვეტა, პოლიტიზირება  და ანდაჟირება.

 

ინგა მურუსიძე

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.4
  • 2.57
  • 3.08
  • 0.04
  • 0.66
  • 1.43