ზაზა გაბუნია სოციალური მომსახურების სააგენტოს, სოციალურ მუშაკთა შტატის გაზრდისკენ მოუწოდებს

ხუთშაბათი, 09 ივნისი, 2011 - 11:25

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრი ზაზა გაბუნია სოციალური მომსახურების სააგენტოს, სოციალურ მუშაკთა შტატის გაზრდისკენ მოუწოდებს.

როგორც გაბუნიამ დღეს საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 200 სოციალური მუშაკი ბავშვთა ძალადობისგან დაცვის პრობლემის მოგვარებისა და ფაქტების სრულყოფილი იდენტიფიცირებისთვის საკმარისი არ არის.

"მივესალმები 2010 წლის 31 მაისს ჯანდაცვის, განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მიერ ბავშვთა დაცვის რეფერირების პროცედურების დამტკიცებას, რისი მიზანიც ბავშვის ოჯახში და მის გარეთ ძალადობისგან დაცვაა, თუმცა საქართველოში ბავშვთა მიმართ   ძალადობა პრობლემურ საკითხად კვლავ რჩება, რასაც გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევაც ადასტურებს. სწორედ ამიტომ მოვუწოდებ სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომლის კომპეტენციაში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თანადგომის ღონისძიებების განხორციელება შედის, რომ მუშაობის ფორმა უფრო ყოვლისმომცველი გახადოს და ამასთან, იმ მთავარ გამოწვევებს უპასუხოს, რომელიც აღნიშნულ პრობლემასთან არის დაკავშირებული", - განაცხადა გაბუნიამ.

დღესვე საკრებულოს "ქრისტიან-დემოკრატმა" წევრმა სტატისტიკური მონაცემები მოიყვანა და აღნიშნა, რომ, ამ შედეგით სრული სურათის წარმოდგენა არ არის შესაძლებელი. მისივე თქმით, მხოლოდ გასულ წელს ბავშვზე ემოციური ძალადობის 38, ფიზიკური ძალადობის 33, უგელებელყოფის 14 და სექსულაური ძალადობის მცდელობის 4 შემთხვევა გამოვლინდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55