შეკრებებისა და მანიფესტაციებისას ჟურნალისტს კანონი დაიცავს

პარასკევი, 24 ივნისი, 2011 - 15:36

შეკრებებისა და მანიფესტაციებისას ჟურნალისტს კანონი დაიცავს. აღნიშნული ცვლილება "შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონშია" შესული. დეპუტატებმა აღნიშნული ნორმა მესამე მოსმენით დაამტკიცეს.

"ჟურნალისტების დაცვის პასუხისმგებლობა არ შეიძლება იყოს ან მხოლოდ ორგანიზატორების და/ან მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება", - განაცხადა პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა პალიკო კუბლაშვილმა.

მისივე განცხადებით, ჟურნალისტებისთვის სამუშაო პირობების შექმნის ვალდებულება მანიფესტაციაზე უნდა დაეკისროს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოებს, ასევე აქციის ორგანიზატორებსაც.

მანიფესტაციების გამართვისას ჟურნალისტთა უფლებები დაცული უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის წინ ჟურნალისტთა დაცვის საკითხი ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე ჰამლეტ გეგიამ "შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში" ცვლილებები შეტანასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერ პავლე კუბლაშვილთან გამართულ შეხვედრაზე დააყენა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.86
  • 3.26
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45