ჰამლეტ გეგია: საქართველოს პარლამენტმა ჟურნალისტთა მხარდამჭერი მუხლი მიიღო

შაბათი, 02 ივლისი, 2011 - 09:45

პარლამენტმა გუშინ "მანიფესტაციებისა და შეკრებების კანონში" ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.

კანონით განისაზღვრა, რომ "შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორები და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ვალდებულნი არიან ხელი არ შეუშალონ მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში, რომლებიც აშუქებენ შეკრებას ან მანიფესტაციას.

პასუხისმგებლობა ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისთვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

აღნიშნულთან დაკავშირებით, "ჯეონიუსი" საქართველოს  ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე ჰამლეტ გეგიას ესაუბრა.

– როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ საკითხებთან დაკავშირებით, არაერთი სერიოზული განცხადება გამოქვეყნდდა, მნიშვნელოვანი იყო თქვენი შეფასება, რომელიც 2009 წელს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის შემდეგ გაკეთდა (გაზეთი საქართველო და მსოფლიო # 18, იხილეთ ბმული). ფაქტია, რომ თქვენი ინიციატივა საკანომდებლო დონეზე 3 წლის შემდეგ დამტკიცდა.

– გარადა ორი მუხლისა, სასამართლო პროცესზე ჟურნალისტის მიერ ინფორმაციის წყაროს არ დასახელებისა და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი მუხლისა ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის შესახებ, რომელიც 2003 წლის შემდეგ იქნა მიღებული, ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის შემდეგ პირველი შემთხვევაა რომ საქართველოს პარლამენტმა ჟურნალისტთა მხარდამჭერი მუხლი მიიღო. ამ კანონის მიღების შემდეგ აუცილებელი ხდება ჟურნალისტის პროფესიის იურიდიული განსაზღვრა, თუ ვინ არის ჟურნალისტი? შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე საკითხი დგება ჟურნალისტების შემოქმედებითი და პროფესიული საქმიანობის დაზღვევის. თუ გავითვალისწინებთ მედიასივრცეში არსებულ აქტუალურ პრობლემებს მედიისა და ჟურნალისტების თავისუფლების, მისი ობიექტურობის და დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლების აუცილებელი ხდება მედიის მხარდამჭერი საზოგადოებრივი–წარმომადგენლობითი ფონდის შექმნა, სადაც საზოგადოების, ბიზნესის, პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლობისა და სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერა იგულისხმება. თუ პარტიები ბიუჯეტიდან ფინასირდებია და სამართლიანად გაიზარდა კიდეც, რატომ არ უნდა ზრუნავდეს ხელისუფლება დემოკრატიის განვითარების ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მედია ვექტორზე მის ფინანსური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაზე. უმნიშვნელოვანესია დამოუკიდებელი მედია ფონდების შექმნა რეგიონებში.

– მიღებული კანონპრიექტის მიხედვით აქციის მონაწილეებისაგან ჟურნალისტები სპეციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშნიით გაიმიჯნა, უფრო კონკრეტულად რას გულისხმობს აღნიშნული?

– პარლამენტმა სერიოზული ნაბიჯი გადადგა, როდესაც კანონის საფუძველზე აქციებში საერთოდ გაიმიჯნა ჟურნალისტი მანიფესტაციაში  მონაწილეებისაგან. სამართალდამცავ ორგანოეებს, აქციის მონაწილესა და რიგით მოქალაქეებს იმედია აღარ აერევათ, მოქალაქე – ჟურნალისტთან აქვთ სააქმე, თუ პროფესიული მოვალეობის შემსრულებელ ჟურნალისტთან. აღსანიშნავია, რომ მედია საშუალებებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების შემოსავალი მწირია და უჭირთ საკუთარი თავის დაფინასება. დემოკარტიის პრინციპებიდან გამომდინარე უმნიშვნელოვანესია მათი ფინანსური დამოუკიდებლობა, რომელიც სამწუხაროდ ამ ეტაპზე მოსახლეობის მყიდველუნარიანობის გამო სრულყოფილი არ არის.

რამდენად შეეხებათ აღნიშნული ცვლილება ე.წ კონტროლირებადი მედია საშუალებების ჟურნალისტებს?

– კანონმდებლობა სახელმწიფო და საზოგადოება ხელს უნდა უწყობდეს ჟურნალისტების ობიექტურობას, პროფესიონალიზმსა და მოსახლეობის თვალში მათი ავტორიტეტის ამაღლებას. აუცილებელია სამი ვექტორისა და ჟურნალისტების აქტიური მონაწილეობა, რათა შეიქმნას ქმედითი მექანიზმები დემოკრატიული მედიაველის გასაუმჯობესებლად.

– აღნიშნულიდან გამომდინარე  მედიის თვითრეგულირების საკითხი საკმაოდ აქტუალურია... ამასთან ჟურნალისტების მაიდენტიფიცირებელი ნიშანი გარკვეულ კითხვებს ბადებს, მით უფრო ყალბი – უკანონო პრესის მოწმობის დამზადება დღეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს...

სავსებით გეთანხმებით, მსგავსი შეუსაბამოებები რომ არ წარმოიშვას, სასურველია მედიის თვითრეგულირების საფუძველზე ურთიერთ შეთანხმებით, მომავალში მედია საბჭომ შეიმუშავოს ერთიანი, სტანდარტული მაიდენტიფიცირებელი მოწმობა, სადაც ყველა მედია საშუალების კონკრეტული წარმომადგენლობა აისახება და სასურველი გახდება, რომ ერთიანი სტანდარტული ფორმა წარდგენილი იყოს, როგორც სახელმწიფიფო უწყებებში, ასევე ცნობადი გახდეს ფართო საზოგადოებისთვის. აღნიშნული მაინდენტიფიცირებელი ნიშანი გაზრდის ჟურნალისტების უსაფრთხოებას, მისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებას და ნაკლებად შესაძლებელი იქნება მისი გაყალბება.

თქვენი მედია საშუალების მეშვეობით კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაუხადო საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს, ბატონ პავლე კუბლაშვილაშვილს და ყველა იმ დეპუტატს, რომელმაც მხარი დაუჭირა ქართული საზოგადოებისათვის უმნიშვნელოვანეს პრობლემას ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობის დაცულობას და უასფრთხოებას.

დავით ჯაბაშვილი

 

 

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.4
  • 2.57
  • 3.08
  • 0.04
  • 0.66
  • 1.43