დღეიდან ატესტატების გაცემა დაიწყო
დღეიდან იუსტიციის სახლებში მეცხრე და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეთათვის ატესტატების გაცემა დაიწყო. დოკუმენტის აღება ქვეყნის მასშტაბით თორმეტივე იუსტიციის სახლშია შესაძლებელი. ატესტატის აღება უფასოა.
ვიქტორ სანიკიძე იტალიის ჩემპიონი გახდა
საქართველოს ნაკრებისა და იტალიური "მონტეპასკის" ფორვარდი ვიქტორ სანიკიძე იტალიის ჩემპიონი გახდა. რეგულარული სეზონის მე-5 ადგილზე დასრულების შემდეგ სანიკიძის გუნდს ყველა მეტოქესთან დიდი ბრძოლის გადატანა მოუხდა,
ადიდებულმა მდინარემ მარტვილის ორი სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა
ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ მარტვილის ორი სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა. ნალექმა სოფელ თამაკონში 70-მეტრიანი ხიდი წაიღო, რომელიც სოფელს ცენტრთან აკავშირებდა.
არასამთავრობოებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილი ფარული ვიდეოჩანაწერების ჩვენებას არ დაესწრო
შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიის წარმომადგენლებს სამეგრელოში აღმოჩენილი ვიდეოფირები გააცნო. არასამთავრობო ორგანიზაციების რამდენიმე წევრმა და მედიის წარმომადგენლებმა შეხვედრა დატოვეს.
ლგბტ-ს მხარდაჭერისთვის სასამართლომ საზოგადოებრივი ორგანიზაცია უცხო ქვეყნის აგენტად მიიჩნია
პეტერბურგის სასამართლომ საზოგადოებრივი ორგანიზაცია "Выход"-ი უცხო ქვეყნის აგენტად მიიჩნია. სასამართლომ ორგანიზაციის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და სექსუალური უმცირესობების იურიდიული და ფსიქოლოგიური მხარდაჭერასა და, ასევე,
ტონი სოპრანო გულის შეტევით გარდაიცვალა
სერიალ "სოპრანოს კლანის" მთავარი გმირი, 51 წლის ამერიკელი მსახიობი ჯეიმს განდოლფინი გულის შეტევით გარდაიცვალა. მსახიობი შვებულებით რომში იმყოფებოდა, სადაც სიცილიაზე კინოფესტივალის დახურვაში აპირებდა მონაწილეობის მიღებას.
ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის წარმომადგენლები წინასწარ გააფრთხილა
შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი ვიდეოფირების ჩვენებაზე მედიისა და არასამთავრობო სექტორისათვის წარმომადგენლები წინასწარ გააფრთხილა, რომ კადრები მძიმე საყურებელია და თუ ისინი
გია ხუროშვილი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს
საბურთალოს რაიონის გამგებელი გია ხუროშვილი საგანგებო განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, თბილისის მასშტაბით დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა პირები ოჯახებში მიდიან და გამგეობისა თუ მერიის სახელით სხვადასხვა შინაარსის გამოკითხვებს აწარმოებენ,
ამერიკის ელჩის მოადგილე ბრიჯიდ ბრინკი ჩანაწერების ავთენტურობის დადგენას მოითხოვს
საქართველოში ამერიკის ელჩის მოადგილე ბრიჯიდ ბრინკი შოკირებული და გაოგნებულია იმ ინფორმაციით, რაც მას ამერიკის საელჩოს თანამშრომლებმა ნანახი ვიდეოების შემდეგ მიაწოდეს.
ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სს „საქელექტრომანქანის“ დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ ბარელაძე და ამავე საზოგადოების საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი გაგულიძე დააკავეს.
ბაჩო ახალაია მისი და მისი ოჯახის სახელის დისკრედიტაციისათვის სასამართლოს მიმართავს
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბრალდებული ბაჩო ახალაია უკანონო ჩანაწერებთან დაკავშირებით facebook-ის საკუთარ გვერდზე აცხადებს, რომ ამ ჩანაწერებთან არანაირი კავშირი არ აქვს და ყველა უპასუხისმგებლო ადამიანისა თუ გამომცემლობისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს:
საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით მიემგზავრება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი აგვისტოში აშშ-ში მიემგზავრება. ვიზიტის ფარგლებში მხარეები უწყებებს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხს განიხილავენ. ყურადღება დაეთმობა ასევე, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას







































