პოლიტიკა

ნაციონალური მოძრაობა ორი დღით საარჩევნო კამპანიას წყვეტს

ორშაბათი, 06 აგვ 2012 15:45

7 და 8 აგვისტოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ყველანაირი სახის საარჩევნო კამპანიას შეაჩერებს. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა.

როგორც მაჭავარიანმა განაცხადა, 7-8 აგვისტო არის დღეები, როდესაც მთელი საქართველო იხსენებს იმ გმირებს, რომლებმაც თავი დადეს საქართევლოს თავისუფლებისთვის და ოპონენტ პარტიებს სთავაზობს, რომ მათაც თავი შეიკავონ პოლიტიკური აქტივობისგან.

“7-8 აგვისტოს ჩვენ ყველანაირი სახის საარჩევნო კამპანიას შევაჩერებთ. ეს იქნება, როგორც სარეკლამო რგოლები, ასევე “კარდაკარ” კამპანია, საჯარო შეხვედრები, ბუკლეტების დარიგება. მიგვაჩნია, რომ ამ დროს ყველამ პატივი უნდა მიაგოს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ ვაჟკაცებს”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

 

 

მსგავსი სიახლეები

აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა ნაციონალების შეხვედრების დაფინანსებაში დარღვევები ვერ ...

აუდიტის სამსახურმა "ნაციონალების" მიერ პედაგოგებთან დახურული შეხვედრების ორგანიზების დაფინანსების საკითხში დარღვევები ვერ აღმოაჩინა. აუდიტის სახელმწიფო სამსახური"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"

ხაშურში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი კენჭს აღარ იყრის

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხაშურის მაჟორიტარობის კანდიდატი ბაჩო ქიტიაშვილი  განმეორებით  არჩევნებში,  რომელიც ხვალ  არის  დანიშნული,  კენჭს  აღარ იყრის.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესახებ პარლამენტში დღეს დებატები გაიმართება

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესახებ პარლამენტში დღეს დებატები გაიმართება. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები პარლამენტში მისულ სტუდენტებს ნატოს შესახებ გაესაუბრებიან.

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს " წევრებმა წესდების ახალი რედაქციის ...

მოქალაქეთა პიოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს " წევრებმა გაერთიანების წესდება რიგით მეორე რიგგარეშე ყრილილობაზე დაამტკიცეს. წევრებმა ყრილობაზე წესდების ახალი

ნინო კალანდაძე კახა კუკავას განცხადებას აბსურდულს უწოდებს

nino kalandadzeკახა კუკავს განცხადებას ნინო კალანდაძე აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშიერებით საქართველოს მოთხოვნები უცვლელი რჩება. აღნიშნული განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ორშაბათის ტრადიუციულ ბრიფინგზე გააკეთა.

საგარეო უწყება რუსული არმიის წვრთნების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შავი ზღვის რეგიონში რუსული შეიარაღებული შენაერთების ფართომასშტაბიანი წვრთნების შესახებ  განცხადებას ავრცელებს. "ჯეონიუსი" გთავაზობთ სამინისტროს მიერ გაბრცელებულ განცხადებას:

ფოტოკოლაჟი