შატბერაშვილი: საქართველო ამერიკელ დიპლომატ მეთიუ ბრაიზასთან ერთად აზერბაიჯანში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს
"ლეიბორისტების" მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლება ამერიკელ დიპლომატ მეთიუ ბრაიზასთან ერთად აზერბაიჯანში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს.
აღნიშნული განცხადება პარტიის გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, უცხოური მედია უკვე ფართოდ აშუქებს თემას, სადაც საუბარია მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის ორგანიზებით აზერბაიჯანში მორიგი ფერადი რევოლუციისა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაზე, რაც აშკარა სიმართლეა.
"ლეიბორისტული პარტია" ერთი მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მოვუწოდებთ მეთიუ ბრაიზას მისი ქვეყნიდან გაწვევა მოითხოვოს და ამით რეგიონში პოლიტიკური დესტაბილიზაცია არ დაუშვას. ამერიკის სენატს კი, კიდევ ერთხელ მივმართვათ, რომ მეთიუ ბრაიზას აზერბაიჯანის ელჩად დანიშვნას მხარი არ დაუჭიროს", – განაცხადა შატბერაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
რუსეთის საგარეო უწყება "თბილისსა და ბათუმში მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევას ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების დარღვევად" აფასებს. საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ განცხადება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა პირმა ადამიანის უფლებათა, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხებში კონსტანტინე დოლგოვმა გააკეთა.
2 მაისს ხალხი ქუჩაში ქვეყანაში არსებულ ძალადობას გააპროტესტებს. ამის შესახებ "ჯეონიუსს" "სამოქალაქო ფრონტის" წარმომადგენელმა ჯაბა ჯიშკარიანმა განუცხადა.
ევროპარლამენტი ოფიციალურ რუსეთს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევისთვის პასუხს სთხოვს. ევროპელი კანონმდებლობის ნაწილი რუსეთისთვის მკაცრი სანქციების შემოღებას ითხოვს.
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ სამგორის მაჟრიტარობის კანდიდატი მაგდა ანიკაშვილი, ვარკეთილში შუამთის ქუჩაზე ავარიული სახლის მცხოვრებლებს შევხვდა და ადგილზევე გაეცნო არსებულ მდგომარეობას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება. აღნიშნულ ინფორმაციას აზერბაიჯანული საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი კარლ ლამერსი საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანთან გიგა ბოკერიას შეხვდა. შეხვერრის მთავარი თემა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ გაერთიანებაში ინტეგრაცია და საქართველოს წვლილი ავღანეთის მისიაში იყო.


































