თორნიკე გორდაძემ ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვაჰიდ ელ-დინ ისმაილ გალალი მიიღო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თორნიკე გორდაძემ საქართველოში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვაჰიდ ელ-დინ ისმაილ გალალი მიიღო.
შეხვედრის დროს მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები და ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენები განიხილეს.
მსგავსი სიახლეები
ძალიან მცირე ალბათობაა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის კოალიციას ახალი პარტიები შეემატოს. შესაძლოა რამდენიმე ადამიანი, რომელთა ხედვები ჩვენ ინტერესებს ემთხვევა, შემოგვიერთდეს. თუმცა არა პარტია. დანარჩენს ვერაფერს გეტყვით, რადგან ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი წყვეტს. დარწმუნებით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ კოალიციაში ნინო ბურჯანაძე და კახა კუკავა არ იქნებიან.
კოალიცია „ჩვენი უფლებებისათვის“ თავმჯდომარე დავით ლილუაშვილი კოალიციაში შემავალი უფლებადამცველი ორგანიზაციები მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებენ, არ გამოიყენოს ვეტოს უფლება და ხელი მოაწეროს პარლამენტის მიერ მიღებულ ამნისტიის კანონს.
"ქრისტიან–დემოკრატები" 2012 წლის ბიუჯეტს აპროტესტებენ. განცხადება ამის შესახებ ჯაბა სამუშიამ გააკეთა. მისი აზრით, თანხები არამიზნობრივადაა გაწერილი, "ქრისტიან– დემოკრატებს" მიაჩნიათ, რომ სოციალური სფეროს დაფინანსება პროექტში უნდა შეიცვალოს.
საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ემსახურე საქართველოს" ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ პატრნიორობას სთავაზობს. განცხადება დღეს პრეს-კაფეში ორგანიზაციის ლიდერმა გააკეთა. მურმან დუმბაძის განცხადებით, ის და ორგანიზაციის დამფუძნებელთა დარბაზის წევრები მზად არიან ბიზნესმენთან ითანამშრომლონ და დაეხმარონ პარტიული სტრუქტურის ჩამოყალიბებაში.
"ლოპოტას ხეობაში განხორციელებული სპეცოპერაცია კავკასიელებთან პოლიტიკურ დაძაბულობას არ გამოიწვევს", - ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი კანდიდატი ცნობილია. ლეიბორიტული პარტიის ლიდერმა მომავალ საპრეზიდენტო არჩვნებზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენა გადაწყვიტა.

































