გურჯაანში "ქართული პარტიის" რაიონული ორგანიზაცია დაფუძნდა
გურჯაანში, დღეს „ქართული პარტიის“ რაიონული ორგანიზაციის ოფისი გაიხსნა. ცნობილია, რომ მას გია ხელაშვილი უხელმძღვანელებს. ოფისის გახსნას პარტიის ლიდერი სოზარ სუბარი დაესწრო. მან მხარდამჭერებს პარტიის სამომავლო გეგმები გააცნო. სუბარის თქმით, „ქართული პარტია“ საპროტესტო აქციებს მაისიდან დაიწყებს.
ოფისის გახსნისთანავე "ქართულ პარტიაში" გაწევრიანების მსურველთა აღრიცხვა და რეგისტრაცია დაიწყო. ამასთან, შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც მაისის დასაწყისისთვის დაგეგმილ "ქართული პარტიის" გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციას მოამზადებს. დელეგატები ადგილობრივ პარტიულ ლიდერს აირჩევენ.მსგავსი სიახლეები
ნატოს ბერლინის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ მონაწილეობა მიიღო ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში ISAF-ის მონაწილე ნატოს არაწევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
პარლამენტის აგრარულ კომიტეტზე „მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში ცვლილებებთნ დაკავშირებით წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე მსჯელობენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით ლორთქიფანიძის თქმით, უცხოელებზე მიწების გასხვისება მარტივი პრაქტიკით ხდებოდა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მონაწილე რუს დეპუტატს საქართველოს რუკის დანახვისთვის სათვალის გაკეთება ურჩია. მისი განცხადებით, რუსეთის ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ ისინი სხვა რამეზე საუბრობენ, თვალწინ კი საქართველოს სულ სხვა რუკა აქვთ.
საკანონმდებლო ორგანოსთან სტუდენტების მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქცია მხარდამჭერთა სიმცირის გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო. როგორც "ჯეონიუსს" აქციის მონაწილეებმა განუუცხადეს, 26 მაისს განვითარებულ მოვლენებზე სტუდენტები პასუხისმგებლობას, როგორც ხელისუფლებას ასევე ოპოზიციას აკისრებენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე გამოეხმაურა ინფორმაციას დნეპრისპირეთიდან რუსეთის ჯარების შესაძლო გაყვანის შესახებ. როგორც ვაშაძემ დღეს განაცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი ხანია მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ფინალურ ეტაპამდე ჯერ არ მისულა.
პარტია „საქართველოს გზა“ ავრცელებს ინფორმაციას, რომელშიც ნათქვამია, რომ ხელისუფლება "ტყის კოდექსზე“ დაყრდნობით არა მარტო ტყეების, არამედ სატყეო მეურნეობის სარეზერვო მიწებისა და საძოვრების გაყიდვას გეგმავს.


































