პოლიტიკა

დეპუტატები „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პრეზიდენტის კანონპროექტზე იმსჯელებენ

სამშაბათი, 28 მაი 2013 18:16

პარლამენტის წევრებმა ბიუროს სხდომაზე 28 – 31 მაისის პლენარული სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს. დღის წესრიგში 31 საკითხია შეტანილი.

დეპუტატები დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის კანონპროექტს განიხილავენ.

დღესვე, პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით „პროკურატურის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს განიხილავენ.

პროექტის თანახმად, იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის უფლებამოსილებები იმიჯნება. მთავარი პროკურორის მოადგილეების, ასევე, ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების, თბილისის და საოლქო პროკურორებისა და სხვა ქვემდგომი პროკურორებისა და პროკურატურის მუშაკების თანამდებობაზე გამწესების საკითხები ახლებურად ყალიბდება.

დეპუტატები მიმდინარე კვირაში ასევე კანონპროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ მეორე მოსმენით იმსჯელებენ. კანონპროექტით ახლებურად რეგულირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ფორმირების წესი, წესდება მაუწყებლობის მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ქონებრივი დეკლარაციების შევსების, საერთო მაუწყებლებისათვის საერთაშორისოდ აღიარებული აუდიტის ჩატარებისა და აუდიტორული დასკვნების გამოქვეყნების ვალდებულება. პროექტითვე განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი.

28 – 31 მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგის თანახმად, ორგანული კანონის პროექტს „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ კენჭი უნდა ეყაროს.

მსგავსი სიახლეები

77777

მასობრივი მკვლელობების მსხვერპლებს სტავროპოლში ხვალ დაასაფლავებენ

 

მასობრივი მკვლელობების მსხვერპლებს სტავროპოლში ხვალ დაასაფლავებენ, რის შესახებაც სააგენტო "ინტერფაქსი" დაღუპულთა ოჯეხების ნაცნობებთან შეთანხმებით გვატყობინებს. მისი ცნობით, სახლი, სადაც დაკრძალვისათვის ემზადებიან, პოლიციელებითაა გარშემორტყმული. პარასკევს, 21 იანვარს, სტავროპოლში, ერთ–ერთი სახლის ავტოფარეხში, 8 ადამიანის გვამი იპოვეს. მათ ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს. სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, დაღუპულთა შორის იყო ვლადიმირ სლეზაევი (გარკვეულ ჯგუფებში ცნობილი, როგორც "ყაენი"), მისი ახლობლები და  მოსამსახურე. ცოცხლადდარჩენილთა შორისაა ორი ბავშვი: რვა წლის ბიჭი და ორი კვირის გოგონა. საქმე თავის კონტროლქვეში გენერალურმა პროკურატურამ აიღო.

 

 

ანასტასია ვოლოჩკოვამ მმართველი გუნდი ხადარკოვსკის გამო დატოვა

რუსი ბალერინა ანასტასია ვოლოჩკოვა მმართველი გუნდის პარტიას "ედინაია რასიას" ტოვებს. მიზეზად იგი ხადარკოვსკის საქმეს ასახელებს, რომელიც მისი თქმით,  რუსეთის ხელისუფლებამ უსამართლოდ დააპატიმრა.

პრემიერ-მინისტრი თავს ესხმოდა საქართველოს მეგობრებს - გიორგი კანდელაკი

დღევანდელი დღე იყო ძალიან სამწუხარო საქართველოსთვის, რადგან საქართველოს პრემიერ მინისტრმა ვერ მოახერხა საქართველოს ინტერესების დაცვა, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ევროსაბჭოს საპარლამენტო

ახალი მემარჯვენეები მოითხოვენ, რომ 2013 წლის ბიუჯეტისატვის თანხები ...

ახალი მემარჯვენეები მოითხოვენ, რომ 2013 წლის ბიუჯეტისათვის თანხები გამოიყოს. მათი აზრით, სოფლის სკოლების მდგომარეობა საგანგაშოა.

რუსეთის საგარეო უწყება ქართულ მხარეს პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებს

რუსეთის საგარეო უწყება დვანსა და დიცში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ქართულ მხარეს პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებს.

15 ივნისის არჩევნები არის რეალური თვითმმართველობისა და ძალაუფლების ...

კოალიცია "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა კახა კალაძემ საარჩევნო შტაბის შემაჯამებელ ბრიფინგზე 15 ივნისის არჩევნები რეალური თვითმმართველობისა და ძალაუფლების ხალხისთვის გადაცემის დასაწყისად შეაფასა

ფოტოკოლაჟი