დავით ბაქრაძემ სამეგრელოში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ ზუგდიდის რაიონის სოფელ, ნარაზენში სტუმრობისას "ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატად სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი,
როლანდ ახალაია დაასახელა, რომელიც ბაქრაძის განცხადებით, ერთგულად ემსახურება თავის ქვეყანას.
"სამეგრელოში ბევრი გაკეთდა და რეგიონი, რომელიც კრიმინალთა თარეშის ქვეშ იყო, დღეს ვითარდება. ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება ყოველთვის იქნება სამეგრელოსკენ, რადგან ძლიერი სამეგრელო არის აფხაზეთში დაბრუნების გასაღები".
ხობის რაიონის მოსახლეობას კი პარლამენტის თავმჯდომარემ მაჟორიტარობის კანდიდატი, გოდერძი ბუკია წარუდგინა. მან მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად ხობის მეცხოველეობის ფერმა დაათვალიერა და სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივებსა და ამ სფეროში მეცხოველეობის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა.
დავით ბაქრაძემ მარტვილის მოსახლეობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნაული ჯანაშია წარუდგინა.
მსგავსი სიახლეები
ტელეკომპანია "იმედში" ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი უკვე მივიდა. არხზე მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია ახალ მფლობელებს "იმედის" უკვე ყოფილმა მმართველმა გიორგი არველაძემ გააცნო.
ვიაჩესლავ ჩირიკბა - საქართველოსთან დიალოგისთვის ისეთი პრაგმატული თანამოსაუბრეები გვჭირდება, როგორებიც არიან ივანიშვილი და ალასანია.
პოლონეთის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონეთის არმიაში მებრძოლი ქართველი ოფიცრების მემორიალი გვირგვინით შეამკო.
„უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე, „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის’’ ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი, კოალიცია ,,ერთსულოვნება
"საზოგადოებაში, სადაც ადამიანებს არაფერი ისე არ უყვართ როგორც მოცალეობა და მეგობრებთან საათობით საუბარი, ეს უცნაური ტენდენციაა. სტატისტიკის თანახმად, კომუნიკაბელური ქართველები "Facebook"-ს ახალი ამბებისა და ინფორმაციის მისაღებად იყენებენ",-წერს " Eurasianet"-ის ჟურნალისტი მოლი კორსო სტატიაში სათაურით "შეუძლია თუ არა "facebook"-ს თბილისში პოლიტიკური ძვრების გამოწვევა?"
კოალიცია "ქართული ოცნების" წევრის სოზარ სუბარის ინფორმაციით, შს მინისტრის ბაჩო ახალაიასა და მისი ძმის დათა ახალაიას მიერ თბილისში 20-ზე მეტ ბინაში იარაღის საწყობები შეიქმნა,

































