მიხეილ სააკაშვილი ავლაბარში სტუდენტებს შეხვდა
ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი იქნება ერთ-ერთი მთავარი, რასაც ჩვენი თაობა შექმნის და შემდეგ თაობებს გადასცემს ,
– ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ავლაბარში, პრეზიდენტის სასახლეში აშშ-ის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
საქართველოს პირველმა პირმა, სტუდენტებს უნივერსიტეტის მაკეტი წარუდგინა და აღნიშნა, რომ მისი სიმაღლე 200 მეტრი იქნება და ეს იქნება ყველაზე მაღალი შენობა, როგორც საქართველოში, ასევე კავკასიაში.
"ეს უნივერსიტეტი იქნება ის უნივერსიტეტი, რომელშიც ჩვენ ძალიან დიდ ფულს ჩავდებთ იმისთვის, რომ ტექნოლოგიები განვითარდეს. მე ვვარაუდობ, რომ სადღაც რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი ჩაიდება ამერიკის მთავრობასთან ერთად, რომ ამ უნივერსიტეტმა რამდენიმე წელიწადში შეძლოს მსოფლიოში ყველაზე მაღალი კლასის სპეციალისტების გამოშვება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტის ტექნოლოგიურ ფაკულტეტებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომ გაკეთდეს კონსორციუმი ამერიკული უნივერისტეტების, რომლებიც მუდმივად ჩამოიყვანენ პროფესორებს საქართველოში და ასევე მოხდება სტუდენტების გაცვლა.
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პარლამენტის წევრი, რესპუბლიკელი თინათინ ხიდაშელი და რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი ჰოლანდიაში მმართველი პარტიის VVD-ს კონგრესს ესწრებიან.
პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დავით საგანელიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" წევრთა ნაწილის პროტესტი იუსტიციის სახლში, უმრავლესობასთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან შეაფასა.
საქართველოს 30 მაისს შვეიცარიის პრეზიდენტი, მიშელინე კალმირეი ეწვევა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანმაძემ განუცხადა.
ჩაქვის დასახლებაში "ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრებმა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული ედნარ დიასამიძის საფლავი ყვავილებით შეამკეს.
ევროკავშირის ელჩს საქართველოში ფილიპ დიმიტროვს ეჭვი ეპარება, რომ ირაკლი ალასანიას განცხადება სინამდვილეს შეესაბამება. ფილიპ დიმიტროვი აცხადებს, რომ კონფლიქტის ზონის მიმდებარე რეგიონებში
”ხალხის პარტიის” ლიდერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პენსიისთვის 10-ლარიანი დანამატის გაუქმებას აპროტესტებს. კობა დავითაშვილის განცხადებით, პენსიის მომატების ნაცვლად, მისი დაკლება არამიზანშეწონილია.

































