პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გორს ეწვია

შაბათი, 02 ივნ 2012 20:47

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა და მათ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, მიმდინარე რეფორმები და უახლოეს 5 წელიწადში განსახორციელებელი პროექტები გააცნო.

შეხვედრისას პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებული პრობლემების მიზეზებსა და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრა. „პრობლემების მიუხედავად, ქვეყანა სწრაფად ვითარდება. ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნა შევძელით. ჩვენი ამოცანაა მომავალი 5 წლის განმავლობაში ეკონომიკა გავაორმაგოთ, რაც ქვეყანაში ნორმალური, სტაბილური, საშუალო ფენის შექმნას და თითოეული ოჯახის კეთილდღეობის გაზრდას ნიშნავს“, – განაცხადა შეხვედრისას დავით ბაქრაძემ.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება საპენსიო და ჯანდაცვის სისტემაში დაგეგმილ სიახლეებზე გაამახვილა. „სექტემბრიდან სახელმწიფო დაზღვევით 2მლნ. 500 ათასი ადამიანი ისარგებლებს. დაზღვეული იქნება ყველა ასაკით პენსიონერი, ექვს წლამდე ბავშვები და ჩვენი სოციალურად დაუცველი მოქალაქეები“, – განმარტა დავით ბაქრაძემ.

 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ სტუდენტებსა და პროფესორ–მასწავლებლებთან შეხვედრისას განმარტა, მომავალი წლიდან მთელ საქართველოში სკოლებისა და უნვერსიტეტების რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა დასრულდება. სასწავლო დაწესებულებებში ყველა პირობა უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა მაღალი დონის განათლება მიიღონ, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

 

„სტუდენტობა და ზოგადად, ახალგაზრდობა ჩვენი საზოგადოების ყველაზე აქტიური ფენაა. ქვეყნის მომავალი ყოველთვის უნვერსიტეტის კედლებში შენდება და წყდება. ნებისმიერი ხელისუფლება ქვეყნის დღევანდელი დღეა, ხვალინდელი დღე კი დამოკიდებულია იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც დღეს სწავლობენ. ძალიან მნიშვნელოვანია გქონდეთ სწორი და სრული ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, ვინაიდან თქვენ სწორედ ის თაობა ხართ, რომელმაც უნდა დაასრულოს ქვეყნის აღმშენებლობა, პრობლემების მოგვარება და ფეხზე დადგომის პროცესი", – განაცხადა შეხვედრისას დავით ბაქრაძემ.

 

მოგვიანებით, პარლამენტის თავმჯდომარემ გორის წისქვილკომბინატი მოინახულა, სადაც დღეიდან სიმინდის საშრობის მშენებლობა დაიწყო და ის ექსპლუატაციაში თვის ბოლოსთვის შევა. „გლეხებს ნებისმიერი რაოდენობის სიმინდის მოყვანა შეეძლებათ. კომბინატი კი მის გაშრობას, შენახვასა და გადამუშავებას შეუწყობს ხელს. ჩვენს ფერმერებს ერთი მთავარი პრობლემა მოეხსნებათ, რომელიც მოყვანილი მოსავლის ნორმალურ პირობებში შენახვას და გადამუშავებას უკავშირდება. ეს არის ერთ–ერთი ნაბიჯი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და გლეხების დახმარებისთვის“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

მისივე თქმით, მსგავსი საშრობები საქართველოს ყველა რეგიონში გაკეთდება.

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

პროკურატურა მოწოდების სიმაღლეზე არაა - მელორ ვაჩნაძე

პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრად აღიარებული და უფლებადამცველი მელორ ვაჩნაძე მიიჩნევს, რომ მოქმედ სამართალდამცავ სტრუქტურებს სამართლიანობის აღდგენაში ხელს წინა ხელისუფლების წარმომადგენლები უშლიან.

ზაზა გაბუნია ქვემო ფონიჭალაში აგრარულ ბაზარს მოქალაქეებთან ერთად ...

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა გაბუნია ქვემო ფონიჭალაში მდებარე ბაზარს მოქალაქეებთან ერთად ესტუმრა და საკვები პროდუქტების ფასით დაინტერესდა.

სახელისუფლებო ორგანოებს ერთდროულად 21.000 მობილური ნომრის მოსმენა შეუძლიათ

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საქართველოს პრემიერ-მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს, იუსტიციის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და უზენაესი

დიპლომატებმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი ...

ბიძინა ივანიშვილი"ჯეონიუსის" კორესპონდენტი ამ წუთებში ბიძინა ივანიშვილის "ბიზნეს-ცენტრის" მისადგომებიდან იუწყება, რომ საზღვარგარეთის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებმა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებიც 15:00 საათზე ბიზნესმენის ოფისში მიბრძანდნენ,  შეხვედრის დამთავრებისთანავე, იქაურობა უკომენტაროდ დატოვეს.

კახა ბექაური კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ მოიაზრება

"მე-9 არხის" ყოფილი გენერალური დირექტორი კახა ბექაური, გავრცელებული ინფორმაციით, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ მოიაზრება.

საქართველოში ანდერს ფოგ რასმუსენი ჩამოვა

საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო ეწვევა. ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი და ალიანსის წევრი ქვეყნების უმაღლესი წარმომადგენლები საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა

ფოტოკოლაჟი