პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი ჩიკაგოში Young Atlanticist Summit-ზე სიტყვით გამოვიდა

ორშაბათი, 21 მაი 2012 10:09

საქართველოს პრეზიდენტმა ჩიკაგოში Young Atlanticist Summit-ის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.

მიხეილ სააკაშვილი ახალგაზრდა ატლანტიკოსთა წინაშე სიტყვით წარსდგა და საქართველოში განხორციელებული ტრანსფორმაციისა და წარმატებული რეფორმების შესახებ ისაუბრა. ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება კორუფციისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს დაუთმო. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ქართული რეფორმების შესასწავლად და მათ გასაზიარებლად, საქართველოს სხვადასხვა ქვეყნების სამთავრობო დელეგაციები სტუმრობენ. იგი საქართველო-რუსეთის ურთიერთობასაც შეეხო და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა.

ახალგაზრდა ატლანტიკოსტთა სამიტი 2012 წლის ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში ერთ-ერთი უმთავრესი დიპლომატიური ღონისძიებაა, რომელსაც მსოფლიოს ახალგაზრდა ლიდერები ესწრებიან. სამიტის მიზანია ალიანსის სამომავლო გამოწვევებისა და პრიორიტეტების განხილვა. შეხვედრისას, სხვა საკითხებთან ერთად, შეეხებიან პარტნიორობის გაღრმავებას მსოფლიოს მასშტაბით.

მსგავსი სიახლეები

ნიკა გილაური პარლამენტში სამთავრობო დებატების ფორმატს შეათანხმებს

პარლამენტში ხვალ საქართველოს პრემიერ–მინისტრ ნიკა გილაურს ელოდებიან. როგორც ცნობილია, პრემიერი პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან, "ქდმ"– ს ლიდერ გიორგი თარგამაძესთან და უმრავლესობის წევრ პეტრე ცისკარიშვილთან სამთავრობო დებატების ფორმატს შეათანხმებს.

პავლე კუბლაშვილი:მნიშვნელოვანია პატიმრებისთვის ხმის მიცემის უფლების მინიჭება

საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად პირველი მოსმენით განიხილა. პროექტში გათვალისწინებულია ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმული შენიშვნები, ასევე შემოღებულია დამოუკიდებელი კანდიდატის ინსტიტუციც, ასევე დამტკიცდა, რომ ხმის მიცემის უფლება მიენიჭება ნაკლებად მძიმე დანაშაულის მქონე მსჯავრდებულებს,

საქართველოსა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი ...

საქართველოსა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა.

ოპოზიცია მმართველ გუნდს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობაში ...

პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონი მეორე მოსმენით მიიღო. პროექტის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ექვს არამოსამართლე წევრს პარლამენტი საზოგადოების წარმომადგენლებისაგან აირჩევს.

"სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს საგანგებო განცხადება

სახალხო კრება"სახალხო კრების" აღმასრულებელმა  საბჭომ  საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელსაც "ჯეონიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

თავისუფალი ტურისტული ზონების შესახებ კანონში ცვლილებები შედის

მთავრობის ინიციატივით, თავისუფალი ტურისტული ზონების შესახებ კანონში ცვლილებები შედის. ცვლილებების თანახმად, ინვესტორმა ტურისტული ზონის სტატუსი შეიძლება მოითხოვოს მაშინ, როდესაც

ფოტოკოლაჟი