ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ბანკი კახა შარტავას და ირაკლი ალასანიას მამების მკვლელს გადაულოცა
“ Уникор“- ის ჯგუფის მფლობელმა, ქართველმა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა ბანკ "Российский кредит"-ის კერძო ინვესტორებზე მიყიდვის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა, - ინფორმაციას lenta.ru ავრცელებს ბანკის პრეს რელიზზე დაყრდნობით. გარიგება, სავარაუდოდ, 2012 წლის 1 სექტემბრამდე უნდა შედგეს. შესყიდვის თანხა 352 მილიონ დოლარს შეადგენს.
მყიდველები არიან IT-ჯგუფის "Ланит"-ის მფლობელი გიორგი გენსი, საინვესტიციო კომპანია Уралсиб"-ის დამფუძნებელი ბორის პასტუხოვი, სადაზღვევო ჯგუფის "Спасские ворота"-ის დამფუძნებელი ბორის ხაიტი და "Глобэкс"-ის ყოფილი მთავარი აქციონერი ანატოლი მოტილევი.
"Российский кредит"-ი თავისი აქტივებით რუსეთის ფედერაციის უმსხვილეს საინვესტიციო ბანკების ოცეულში შედის და 1990 წლიდან მუშაობს.
ჯგუფი “ Уникор“- ს რუსული აქტივებით ბიძინა ივანიშვილი მართავს. კომპანია ფლობს რამდენიმე უძრავი ქონების კომპანიას, საფინანსო ინსტიტუტებს, "Интерфин-капитал"-სა და "Интерфин-трейд", ასევე სააფთიაქო ქსელს "Доктор Столетов" და სასოფლო-სამეურნეო ჯგუფს "Стойленская нива".
ამ ინფორმაციაში ფიგურირებს ბორის პასტუხოვის გვარიც, რომელიც, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის ბანკის წილებს გადაიბარებს. ბორის პასტუხოვი ერთ ერთი მათგანია, ვინც ხელი მოაწერა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რღვევას, სოხუმის დაცემას შეუწყო ხელი 1993 წლის 27 სექტემბერს. სწორედ მის კისერზეა 1993 წლის 23 ივლისის ხელშეკრულების გაფორმებაც, რომლის თანახმად ქართულმა შენაერთებმა ბრძოლა შეწყვიტეს და მძიმე ტექნიკა გამოაყვანინეს ქართულ მხარეს კონფლიქტის ზონიდან.
აფხაზეთის ტრაგედია ყველასთვის უმძიმესია, განსაკუთრებით კი ირაკლი ალასანიასა და კახა შარტავასთვის, რომელთა მამები ბორის პასტუხოვის ბრძანებით (რომელიც სოხუმში არძინბასთან ერთად იმყოფებოდა) დახვრიტეს სოხუმში.
1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზებმა ბოლო შეტევა მიიტანეს სოხუმზე, რის შედეგად სოხუმი დაეცა. სეპარატისტებმა ალყაში მოაქციეს მინისტრთა საბჭო.
სეპარატისტებმა ჟიული შარტავა და მინისტრთა საბჭოს 42 წევრი შენობიდან გამოიყვანეს. ამის მერე. შარტავა და მისი მეგობრები გუდაუთისკენ მიჰყავთ. შევარდნაძე ურეკავს პასტუხოვს, არძინბა თბილისში რეკავს და აცხადებს, რომ შარტავას არ მოკლავენ. ბორის პასტუხოვმა პირადად გასცა ქართველი ლიდერების დახრეტის ბრძანება. ერთ-ერთი ვერსიით, შარტავა გუდაუთის მისადგომებთან დახვრიტეს. დახვრიტეს მინისტრთა საბჭოს სხვა წევრებიც. მათ შორის იყო მამია ალასანიაც.
მსგავსი სიახლეები
"ოპოზიციურ რვიანში" შემავალი პოლიტიკური პარტიები დღეს, ქართული აკადემიისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის წევრებს შეხვდებიან. ცნობილია, რომ პარტიები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, აკადემიის ხელისუფლებასთან გამართული მოლაპარაკებების შეჩერების მიზეზებს განუმარტავენ.
"წარმომა-დგენლობითი სახალხო კრება" რეგიონებში წინააღმდეგობის კომიტეტების დაფუძნებას განაგრძობს. "სახალხო კრების" კომიტეტები დღეს სიღნაღსა და ყვარელში დაფუძნდება. ღონისძიებას აღმასრულებელი საბჭოს წევრები დაესწრებიან. აირჩევენ კომიტეტების თავმჯდომარეებსა და წევრებს.
ლატარეის ორგანიზატორი კომპანიის სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლამ "ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანა განაპირობა. აღნიშნული კანონპროექტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრმა, ზვიად კუკავამ წარმოადგინა.
ახალი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძე ელჩის მოვალეობის შესრულებას, სავარაუდოდ, მაისის ბოლოდან შეუდგება. საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში მიიჩნევს, რომ ივანიშვილისა და ბარაკ
ფოცხო–ეწერში ჩასახლებულ დევნილებზე ისაუბრა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა. მისი განცახდებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე დევნილები მთელი 17 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ.
ჩემი სიმპატიის მიუხედავად, ვერ გავამართლებ საპარლამენტო უმრავლესობის არადემოკრატიულ ინიციატივას, - განუცხადა "ჯეონიუსს" კოალიცია „ჩვენი უფლებებისათვის“ თანათავმჯდომარემ მაია ხარაძემ.























.jpg)










