საქართველოში ეუთო-ს უმაღლესი კომისარი იმყოფება
თბილისში ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისარი ჩამოვიდა. კნუტ ვოლებეკი, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ეროვნული უმცირესობების მდგომარეობას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას შეისწავლის.
კნუტ ვოლებეკი უკვე შეხვდა საქართველოს მთავრობის წევრებს, უმცირესობებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. დიპლომატი ასევე შეხვდა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ეკა ტყეშელაშვილსაც. ეს ვოლებეკის გეგმური ვიზიტია საქართველოში, თუმცა ამჯერად ის ვერ ახერხებს ოკუპირებულ რეგიონებში გამგზავრებას.
კნუტ ვოლებეკის განცხადებით, აუცილებელია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საერთაშორისო მისიები მოქმედებდეს, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგს განახორციელებენ.
ევროპელი დიპლომატი საქართველოში გაზაფხულზეც ჩამოვა – ამ პერიოდში ის სავარაუდოდ, შეხვდება ოკუპირებული რეგიონების წარმომადგენლებს და თავის რეკომენდაციებს გაწერს მოხსენებაში, რომელსაც გადასცემს ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოს ვენაში.
მსგავსი სიახლეები
ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში წასვლის განცხადება ქართველ პოლიტიკოსებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. საქართველოს პარლამენტის წევრმა პალიკო კუბლაშვილმა აღნიშნულ განცხადებას ვაჭრობა უწოდა. "ჯეონიუსთან" საუბარში პავლე კუბლაშვილმა განაცხადა: "მე, რაც წავიკითხე, ეს არ არის პოლიტიკოსის განცხადება. ეს არის ვაჭრობის შესახებ განცხადება, რომ ის აპირებს რაღაცის ყიდვა-გაყიდვას და შემდეგ დაბრუნებას."
პარლამენტის თავმჯდომარე დღეს იმერეთის რეგიონს ესტუმრა და ქალაქ თერჯოლის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. დავით ბაქრაძემ ისაუბრა ჯანდაცვის საკითხებზე, ახალ სამედიცინო ცენტრებზე, რომელიც თერჯოლაშიც მოქმედებს და საქართველოს ყველა რაიონში იხსნება,
ედპ-ს ლიდერი ბაჩუკი ქარდავა, პარლამენტის წევრი გურამ ჩახვაძე, პარტიის პოლიტიკური მდივანი გოგა გოგნიაშვილი დღეს სამეგრელოსა და აფხაზეთის საზღვრისპირა სოფელ შამგონას მოსახლეობას შეხვდებიან და მათ პრობლემებს გაეცნობიან.
იაპონიის ხელისუფლებამ საქართველოს სახელის შეცვლაზე უარი განუცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით "ИТАР-ТАСС" ავრცელებს.
საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" და პოლიტიკური გაერთაინების "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელმა ზაალ კასრელიშვილიმა როგორც "ჯეონიუსს" განუცხადა, დღევანდელი ყრილობა
"ახალი მემარჯვენეების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, დღეს პრეზიდენტის რეზიდენციასთან კობა სუბელიანის გადაყენების მოთხოვნით აქციას გამართავენ.


































