მიხეილ სააკაშვილი: არ მწყინს როცა შადრევან პირველს მიწოდებენ
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ზოგიერთი ოპოზიციონერი მეფე "შადრევან პირველს" მიწოდებს და ეს სულაც არ მწყინს. ჯობია "შადრევან პირველი" გიწოდონ, ვიდრე ჩინგიზ ხანი ან რომელიმე სხვა მსგავს მმართველს შეგადარონ.
"მინდა, რომ ყველამ გავითავისოთ - ყოველივე ეს იმისთვის კეთდება, რათა უკეთესად გავიცნოთ ერთმანეთი",- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და პატრიოტთა ბანაკის ფუნქცია და კონცეფცია ისაუბრა.
"აფხაზეთისა და სამეგრელოს ყველა კლიმატური ზონის მქონე ყველაზე კარგ პლაჟზე მოგვყავს ბავშვები, რომლებიც არ არიან შეძლებული ოჯახებიდან. მსგავსი პლაჟი საქართველოში არსად არ არის. ეს პლაჟი ჯობია ყველა სხვა ადგილს, ის ჯობია ბიჭვინთასაც, ურეკსაც... საქართველოში ყველა ადგილი ლამაზია, მაგრამ მსგავსი არსად არ არის",- დასძინა პრეზიდენტმა და ეტნიკური ქართველებიის ერთობაზე გაამახვილა ყურადღება.
"მინდა, რომ პატრიოტთა ბანაკი ისეთ სკოლად ვაქციოთ, რომელიც გასწავლის რას ნიშნავს, ერთი მხრივ, უკეთესი ცხოვრება და ცხოვრების მაღალი სტანდარტი, მეორე მხრივ, ნამდვილი დემოკრატია; ასევე რას ნიშნავს საქართველოს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლების ერთობა და რას ნიშნავს საქართველოს გახსნილობა დანარჩენი სამყაროსთვის. აქ ჩამოდიან უცხოელები და ეს მათაც უნდა ვაჩვენოთ",- განმარტა სააკაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
არასერიოზული ფარსი, არაკანონიერი და არალეგიტიმური,- ასე აფასებენ დეპუტატები აფხაზეთის ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს. პაატა დავითაიას, თქმით, აფხაზეთში ჩატარებული არჩევნები ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება, რადგან ამ ტერიტორიიდან არის ათეულ ათასობით ადამიანი დევნილი.
ისრაელში ვიზიტის დროს იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საკითხი ყველა დონეზე დასვა. ამის შესახებ დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ისრაელში გამართულ შეხვედრებზე საკითხი დეტალურად განიხილა
“ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერმა გიორგი თარგამაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამართული დებატებისას საქართველოს საზოგადოებას მიმართა.
საქართველოსა და გაერო–ს ეკონომიკურ კომისიას შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი საქართველოში წყლის რესურსების მართვის შესახებ ეროვნული პოლიტიკური დიალოგის გამართვას და წყალთან დაკავშირებულ საკითხებზე ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევის ხელშეწყობას ითვალისწინებს.
ფრაქცია "ქრისტიან დემოკრატების" ერთ–ერთი წევრი ინგა გრიგოლია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილს იმ დოკუმენტზე ხელის მოწერას სთხოვს, რომლის თანახმადაც "ქდმ" ერთიანი ქვითრით გადასახადების ამოღებას აპროტესტებს.
კანონმდებლები, დღეს, პარლამენტის სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელებენ. ცვლილება შედის ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში,


































