პოლიტიკა

გრიგოლ ვაშაძე დღეს დიდ ბრიტანეთში შეხვედრებს გამართავს

ხუთშაბათი, 15 დეკ 2011 10:39

საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი გაერთიანებულ სამეფოში გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში, დღეს გაიმართება ვაშაძისა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის სახელმწიფო მდივნის უილიამ ჰეიგის შეხვედრა.

ასევე, დაგეგმილია გრიგოლ ვაშაძის შეხვედრები დიდი ბრიტანეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან დევიდ ლიდინგტონთან, თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან რიჩარდ ოტავეისთან, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან ჯეიმს არბუტნოტთან, დაზვერვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარესთან მალკომ რიფკინდთან, საქართველოს საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარესთან დენის მაკშეინთან და საგარეო საქმეთა ჩრდილოვან მდივანთან დაგლას ალექსანდერთან.

შეხვედრებზე განხილულi იქნება საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია გრიგოლ ვაშაძის გამოსვლა დიდი ბრიტანეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სწავლებათა სამეფო ინსტიტუტში.

მინისტრის ვიზიტის პარალელურად, ქ. ლონდონში გაიმართება ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის.

მსგავსი სიახლეები

ალექსანდრე ებრალიძემ ივანიშვილს და \"ქართულ ოცნებას\" ხელისუფლებაში მოსვლა ...

ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესისა და ”ჰუმანიტარული და საქმიანი თანამშრომლობის ცენტრის” დამაარსებელმა, ამჟამად რუსეთში მოღვაწე ალექსანდრე ებრალიძემ ივანიშვილსა და "ქართულ ოცნებას" არჩევნებში გამარჯვება და ხელისუფლებაში მოსვლა მიულოცა.

გიორგი კარბელაშვილი სამსახურში გავიდა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გიორგი კარბელაშვილი თავს კარგად გრძნობს და  ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა. აღნიშნულის შესახებ "ჯეონიუსს" გიორგი კარბელაშვილის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა თეა გადაბაძემ განუცხადა.

გოკა გაბაშვილისთვის ოქრუაშვილის ადგილსამყოფელის მიუხედევად "ქართული პარტიის" პრორუსულობა ...

მნიშვნელობა არა აქვს, ოქრუაშვილი სად არის ფიზიკურად, ისედაც ნათელია, რომ "ქართული პარტია" პრორუსულია. ამის შესახებ გოკა გაბაშვილმა ჟურნალისტებს ირაკლი ოქრუაშვილის რუსეთის აეროპორტში ყოფნის ამსახველი ცრუ ფოტოკადრების შესახებ განუცხადა, რომელიც ფოტოშოპი აღმოჩნდა.

მიხეილ სააკაშვილმა ამერიკელებს მიუსამძიმრა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შტატის კონეკტიკუტის ქალაქ ნიუტაუნის სენდი-ჰუკის სკოლაში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა და შეერთებული შტატების მთავრობას, დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ამერიკელ ხალხს მიუსამძიმრა.

თვალსა და ხელს შუა გვაპარებენ ახალი სეპარატიზმის იდეას ...

ეს არის გეგმის ერთი ნაწილი, - მიხეილ სააკაშვილი ჯავახეთში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის იდეას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჩახალიანის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ საქართველოში ახალი სეპარატული პროექტის განხორციელება იწყება.

უმრავლესობას იმედი აქვს, რომ უმცირესობის ნაწილი პრეზიდენტის უფლებამოსილების ...

პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს, სავარაუდოდ, ერთ კვირაში უყრის კენჭს. ზუსტი თარიღი 18 მარტს, ბიუროს სხდომაზე გახდება ცნობილი. საპარლამენტო უმცირესობაში აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან კონსტიტუციურად ითანამშრომლონ

ფოტოკოლაჟი