რამდენიმე დღეში ლაზიკას მშენებლობა იწყება
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ანაკლიის პატრიოტულ ბანაკში რამდენიმე დღეში ლაზიკის მშენებლობის დაწყების შესახებ განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, ანაკლია არის ადგილი, რომელიც ოთხი წლის წინ ოკუპანტმა მთლიანად გადაწვა და რომლის ხელახლა მშენებლობა ორი წლის წინ დაიწყო.
"ანაკლიაში აღმშენებლობა ორი წლის წინ დაიწყო, მაგრამ რამდენიმე დღეში აქ იწყება ჩემი მთავარი ოცნების განხორციელება, ახალი უმშვენიერესი ქალაქის, ლაზიკას მშენებლობა, რომელიც იქნება ფოთის გაგრძელება და მთავარი ეკონომიკური ცენტრი ირგვლივ მიმდებარე ტერიტორიისა. ლაზიკა იქნება საინჟინრო თვალსაზრისით ყველაზე გამართული პორტი და დარწმუნებული ვარ, მომავალში ის საქართველოს სიამაყე გახდება. ლაზიკას იდეა საქართველოს აღმშენებლობის და ერთიანობის იდეაა", - განაცხადა სააკაშვილმა.
ნახევარმილიონიანი ქალაქის აშენება, სადაც დაშვებული იქნება ეკონომიკური აქტივობების განხორციელება და ინფრასტრუქტურის მშენებლობა, პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით ხორციელდება. ანაკლიის პატრიოტთა ბანაკის მახლობლად, იქ, სადაც ქალაქი ლაზიკა უნდა გაშენდეს, უკვე დაიწყო იუსტიციის სახლის მშენებლობა.
ქალაქი ლაზიკა ზღვის პირას, 3 მილიონ კვადრატულ მეტრზე იქნება გაშენებული, შუშის ცათამბჯენების ”ა” ზონის გარდა, კიდევ სამი ზონა იქნება. შემდეგ ზონაში საცხოვრებელი რაიონი აშენდება, მომდევნო ნაწილი დაეთმობა კერძო სახლებს, ხოლო მეოთხე რეკრეაციული ზონა იქნება.
ქალაქს დაუკავშირდება რკინიგზის ხაზი, აშენდება აეროპორტი და საზღვაო პორტი.
მსგავსი სიახლეები
"ახალი მემარჯვენეები” პენიტენციურ სისტემაში შექმნილი უმძიმესი რეალობის გამოსაძიებლად ხელისუფლებას მოუწოდებენ, მიმართოს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, რათა მისი ეგიდით დაიწყოს პატიმართა წამების და გახშირებული სიკვდილიანობის ფაქტების საერთაშორისო გამოიება.
მეეჭვება, რომ სტამბები ტექნიკური შესაძლებლობების მიხედვით იყო შერჩეული, - ამის შესახებ უმცირესობის ერთ-ერთმა წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა დღევანდელი მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
თბილისის ეროვნული პარკის შესახებ და კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივები გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს.
საჩხერის ცენტრში კონცერტის მსვლელობისას ინცინდენტი მოხდა. "გაუმარჯოს ბიძინას" შეძახილის გამო, პოლიციამ ათამდე ადამიანი სცემა. ინფორმაციას ამის შესახებ tspress-ი ავრცელებს.
ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა სურინამის რესპუბლიკის პრეზიდენტს დესირე დელანო ბოუტერსის.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე ბელორუსის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შესაძლო დაწესების პოლიტიკურ სარჩულს ვერ ხედავს. "ამ ტიპის თეორიული ინფორმაცია რამდეჯერმე ადრეც გავრცელდა, თუმცა პრაქტიკაში არასდროს განხორციელებულა",-განაცხადა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ნინო კალანდაძემ.


































