ჟამთააღმწერი

მიწიური კერპების შემოღებიდან გაქრისტიანებამდე გასული დრო

ორშაბათი, 25 ივლ 2011 10:18

"ქართლის ცხოვრების" მიხედვით, ქართლში მიწიური კერპების შემოღება უკავშირდება აზონს - "... ხოლო ამან აზონ დაუტევა სჯული ალექსანდრეს მოცემული, იწყო კერპთმსახურებად, და შექმნა ორნი კერპნი ვერცხლისანი: გაცი და გაიმ..." [ს. ყაუხჩიშვილი 1955: 20].

 

ციურ მნათობთა თაყვანისცემიდან მოყოლებული მიწიური კერპების გამოჩენამდე გასული დრო

კვირა, 10 ივლ 2011 17:07

"ქართლის ცხოვრებიდან" ჩანს, რომ მცხეთოსის სიკვდილისა და ციურ მნათობთა თაყვანისცემის დაწყებიდან, გარკვეული დროის შემდეგ - ქართლის სამეფოში ჩამოსახლებულან სხვადასხვა რჯულის ხალხები - თურქები, ბერძნები, ხაზარები, ასურელები და ებრაელები, რასაც მოჰყოლია კერპთაყვანისმცემლობის სხვადასხვა ფორმების გამოვლენა.

ბაბილონის გოდოლის დანგრევიდან მცხეთოსის სიკვდილამდე გასული დრო

კვირა, 03 ივლ 2011 12:02

ბიბლიისგან განსხვავებით - "ქართლის ცხოვრება" ქართველთა მამამთავრების წლოვანებასთან დაკავშირებით, თითქმის არანაირ ინფორმაციას არ გვაწვდის. გამონაკლის წარმოადგენს, მხოლოდ - თარგამოსი.

 

წარღვნის დამთავრებიდან - ბაბილონის გოდოლის დანგრევამდე გასული დრო

კვირა, 26 ივნ 2011 09:18

ბიბლიიდან გვეუწყება, რომ წარღვნას გადარჩენილი ნოეს მოდგმა - ჯერ არარატის მიდამოებში, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ - შინყარის ველზე მკვიდრდება, სადაც ბაბილონის გოდოლის აშენებას იწყებენ.

სამყაროს შექმნიდან წარღვნამდე გასული დრო

კვირა, 19 ივნ 2011 11:58

ჩვენს მიერ განხილული საკითხი "ერთი ღმერთიდან ვიდრე ერთ ღმერთამდე" როგორც ვნახეთ, რამდენიმე სარწმუნოებრივი საფეხურისგან შედგება. თავის მხრივ, თითოეული ეს საფეხური - დროის გარკვეულ მონაკვეთს მოიცავს.

 

წარმართობიდან - ქრისტიანობამდე: ცეცხლთაყვანისმცემლობა

კვირა, 12 ივნ 2011 12:00

როგორც დავინახეთ, თარგამოსიანთა მოდგმის მიერ, ერთი ღმერთის დავიწყებას, ციურ მნათობთა თაყვანისცემა მოჰყვა. დროთა განმავლობაში, მიზეზთა გამო, ქართლის სამეფოში თანდათანობით გავრცელება დაიწყო კერპთაყვანისცემლობის სხვადასხვა ფორმებმა, მათ შორის იყო - ცეცხლთაყვანისმცემლობაც.

წარმართობიდან - ქრისტიანობამდე: მიწიურ კერპთა თაყვანისცემა

ორშაბათი, 30 მაი 2011 07:20

კავკასიაში დამკვიდრებული თარგამოსის მოდგმის მიერ, ერთი ღმერთის თაყვანისცემის დავიწყების შედეგად დამკვიდრებული ციურ მნათობთა თაყვანისცემა, დროთა განმავლობაში, შეიცვალა - მიწიური კერპებისადმი თაყვანისცემით. "ქართლის ცხოვრება" ვრცლად მოგვითხრობს, ქართლში, კერპთაყვანისმცემლობის ამ ფორმის დამკვიდრების ისტორიას.

 

წარმართობიდან - ქრისტიანობამდე: ციურ მნათობთა თაყვანისცემა

სამშაბათი, 17 მაი 2011 08:29

jamtaagmweriბიბლიური ცნობების თანახმად, ღმერთმა სამყარო შვიდ დღიანი შესაქმის დროს შექმნა. მოგვიანებით კი წარღვნას გადარჩენილი ნოე და მისი მოდგმა, ნოეს შვილთაშვილის - ნებროთის მეთაურობით, იწყებს ბაბილონის გოდოლის შენებას, რათა  სამყაროს შემოქმედ ღმერთთან შეძლონ მიახლოვება - "თქვეს: აბა, ავაშენოთ ქალაქი და გოდოლი, და ცას მივაწვდინოთ მისი თხემი..." [დაბ.11,4].

წარმართობიდან - ქრისტიანობამდე

სამშაბათი, 10 მაი 2011 07:18

jamtaagmweriროგორც ზემოთაღნიშ-ნულიდან დავინახეთ, ქართლში - წარმართული ხანა, თარგამოსის შვილიშვილის - მცხეთოსის სიკვდილის შემდეგ იწყება. წარმართობის გამომწვევ მიზეზად - ერთის მხრივ, შეიძლება ჩაითვალოს თარგამოსიანთა მოდგმის ერთობის დარღვევა, რომელსაც გამოუწვევია ერთი ჭეშმარიტი ღმერთის დავიწყება, ხოლო მეორეს მხრივ კი - ერთი ღმერთის დავიწყება, რომელსაც შემდგომში ურთიერთდაპირისპირება მოჰყოლია.

 

კავკასიაში დამკვიდრებული თარგამოსის მოდგმა

ორშაბათი, 02 მაი 2011 06:10

jamtaagmweriბიბლიური ცნობების თანახმად ვგებულობთ, რომ წარღვნის დასრულებისას - ნოეს კიდობანი არარატის მთებთან გარიყულა. გარკვეული ხნის შემდეგ, გამრავლებული ნოეს მოდგმა ტოვებს თავის ახალ საცხოვრებელ ადგილს და - "... დაიძრნენ აღმოსავლეთიდან, ჰპოვეს ველი შინყარის ქვეყანაში და იქ დამკვიდრდნენ" [დაბ. 11,2].

წარღვნიდან ბაბილონის გოდოლის დანგრევამდე

კვირა, 17 აპრ 2011 15:48

ბიბლიიდან ვგებულობთ, რომ წარღვნა დედამიწაზე წელიწადი და 10 დღე გრძელდებოდა. ბიბლიაში, წარღვნის დროს, ღმერთის მიერ ნოესთან საუბარზე არაფერია ნათქვამი. წარღვნის შემდეგ, უფალ ღმერთსა და ნოეს შორის პირველი საუბარი კიდობნიდან ნოეს გამოსვლას უკავშირდება - "ასე უთხრა ღმერთმა ნოეს: გამოდით კიდობნიდან შენ და შენი ცოლი, შენი შვილები და მათი ცოლები" [დაბ. 8,15-16].

 

სამყაროს შექმნიდან ვიდრე წარღვნამდე

კვირა, 17 აპრ 2011 15:35

ბიბლიური სწავლების თანახმად, ღმერთმა სამყარო - 7 დღეში შექმნა "დაასრულა ღმერთმა მეექვსე დღეს თავისი საქმე, რაც გააკეთა, და დაისვენა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისაგან, რაც გააკეთა" [დაბ. 2,2]. შვიდდღიანი შესაქმის შემდეგ კი, ვკითხულობთ "გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არებად. უფალმა ღმერთმა ბაღი გააშენა ედემში, აღმოსავლეთში, და დასვა იქ ადამი, რომელიც გამოსახა" [დაბ.2,7-8].

ერთი ღმერთიდან ვიდრე ერთ ღმერთამდე

სამშაბათი, 29 მარ 2011 14:50

"ღმერთს, ერთსა და ბრძენს, იესო ქრისტეს მიერ, დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ" [რომ. 16,27]. ბიბლიური თხრობა, მარადიული და ყველგან მყოფი ღმერთის მიერ, სამყაროს შექმნის აღწერით იწყება.

 

გაქრისტიანებამდე, ანუ საქართველოში წარმართული სარწმუნოების ისტორიის ზოგიერთი საკითხი (შესავალი)

სამშაბათი, 29 მარ 2011 14:41

ქრისტიანობამ წარუშლელი კვალი დატოვა კაცობრიობის ისტორიაში. ის გახდა საფუძველი მრავალი ისტორიული მოვლენისა და ფაქტისა. ქრისტინობიდან წამოსულმა იდეოლოგიამ, მრავალი ქვეყნისა და ხალხის მომავალი, თუ მათი პოლიტიკური ცხოვრების წესი განსაზღვრა. მათ შორის არის საქართველო და ქართველი ხალხი.

გაქრისტიანებამდე, ანუ საქართველოში წარმართული სარწმუნოების ისტორიის ზოგიერთი საკითხი (ანოტაცია)

სამშაბათი, 29 მარ 2011 14:21

დღეისათვის, ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ამსახველ წერილობით წყაროთაგან, ჩვენამდე მხოლოდ ნაწილმა მოაღწია, რომლებშიც მეტ-ნაკლები სიზუსტითაა აღწერილი ქართველი ერის გაქრისტიანებამდელი პერიოდი. მათ შორის გამორჩეული ადგილი უკავია "მოქცევაჲ ქართლისაჲსა და "ქართლის ცხოვრებას".

 

ფოტოკოლაჟი