ვინც მარტო რჩება, ის ამქვეყნად არაფერია
1. ადამიანი, რომელიც ცოტას საქმობს, მეტისმეტად ყბედია.
მონტენი
2. ვისაც დრო არაფრად უღირს, იგი არ არის დაბადებული დიდებისთვის. უქმობა უფრო ღლის ადამიანს, ვიდრე ჯაფა და შრომა.
ჭკვიან ადამიანთა ვარაუდი უფრო ძვირფასია, ვიდრე სულელთა რწმენა
1. სული ის არის, რომელიც, ხანდახან, ჩვენთვის განსხვავებულად გვამოქმედებს, მაგრამ გვტოვებს იმად, რაც სინამდვილეში ვართ.
2. ყველაფერი ყველასია, მათ შორის, სასჯელიც! – ეს, უპირველესად დამსჯელს უნდა ახსოვდეს.
ყველა გრძნობა სასარგებლოა, თუ ჩვენ მათ ვფლობთ და ცუდი - თუ მათ ვემორჩილებით
1. იაგუნდი ეგრეცა სჯობს, ათასჯერმცა მინა მინდა.
2. თუ სიკვდილი გიჯობს, მოკვდე, ვარდი დაჭნეს და-ცა-მჭნარა!
3. თურე ბედი მოაღაფლებს კაცსა ეგზომ არ-ღაფალსა.
ცხოვრებაში ცუდი ისევე კარგად უნდა იცოდე, როგორც კარგი
1. თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა.
2. თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა.
3. თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები.
როცა იზრდება კანონებისა და ბრძანებების რაოდენობა, იზრდება ქურდებისა და ყაჩაღების რიცხვიც
1. მაღალი ხე მისი ჩრდილით გაიზომებაო.
2. მარჯვე კაცისათვის სასჯელი უსაქმობა არისო.
ბედნიერი დროა, როცა ნება გეძლევა ილაპარაკო ის, რასაც განიცდი
1. ფილოსოფია - ეს არის ბუნებისა და ადამიანთა ქცევების აღქმა, როგორც ურთიერთკავშირში, ისე ინდივიდუალურად.
2. ყველაფერი საუკეთესო ძნელად მიიღწევა, რადგან ის იაფი არ ღირს.
დიდკაცობას კარგი კაცობა სჯობს, კარგ კაცობას - კარგი მამულიშვილობა!
1. ცასა ცათასა დამწყებ არს ღმერთმთავრობა - თამარ მეფის ნათქვამი
2. ყოველი ცნობა და ჭკუა კაცისა ტვინსა შიგან არს...თუ ტვინი სრულ არს, კაცისა ჭკუა სრული იქნების.
მსაჯული მართალ სჯიდე...მართალნი ნეტარებდნენ და იხარებდნენ
1. არა რომელი ერთი სხუათა წიგნთაგანი ესრეთ ღმერთს ადიდებს, ვითარ ფსალმუნთა წერილი, რამეთუ ფრიად მარგებელ არს სულისა.
თქმული დიდისა ბასილისა
არასოდეს იმდენს არ ცრუობენ, რამდენსაც ომის დროს, ნადირობის შემდეგ და არჩევნების წინ
1. აღზრდის ფილოსოფია ის არის, რომ უარყოს „ყველაფერი არ ითქმება!“; რადგან, ისე უნდა იყო აღზრდილი, რომ მოსატყუებელი არაფერი გქონდეს; არ იგრძნობოდეს, რომ „ყველაფერი არ ითქმება!“
არასოდეს არ ჩაითვლება სიმხდალედ, შენზე მაღლა მდგომ ძალას დაემორჩილო
1. თავის ქვეყნისთვის, თავის ერისთვის ზრუნვა და შველა ერთი უმთავრესი პირობა და კანონია ცხოვრების წინსვლისა. 2. თავისუფლება მოქმედებაა, განხორციელებაა ნებისა, აზრისა, გრძნობისა და არა განსვენება, უქმად ყოფნა...
დიდი პიროვნება რომ ცნო, თვითონაც რაიმეს უნდა წარმოადგენდე
1. ეცადე, სურვილებმა თავის ჭკუაზე არ გატარონ, თორე, საკუთარ თავთან ნაბრძოლი დარჩები და, თანაც, დამარცხებული. 2. ფილოსოფია - ჭეშმარიტების რომანტიკაა.
კაცი მოსისხლე და მზაკვარი სძაგს უფალსა
1. კარგია, საკუთარი - „მე მინდა“-ს სურვილები რომ გაქვს, მაგრამ გახსოვდეს, რომ ის შენი მახასიათებელია, ესე იგი, უნდა შეარჩიო. 2. სიჯიუტე, აუცილებლად, წინააღმდეგობაში მოდის ზნეობასთან.
უსასტიკესი ტირანია ისაა, რომელიც კანონიერებისა და სამართლიანობის დროშით გამოდის
1. არ არსებობს ამ ქვეყნად ყოფნის უფრო დიდი მისია, ვიდრე ის, რომ არ ცხოვრობდე მხოლოდ საკუთარი თავისთვის. 2. გენიალურობაც თქმაშია და მდაბიოობაც.
ნამდვილი ქვეყნის ერთგული, იქნებ ათასში ორია
1. რა მნიშვნელობა აქვს - ცუდი ქცევისთვის ცუდი სამაგიეროა, თუ პირველწყაროა ჩემი უარყოფითი ქცევა - თუ კი ის, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემია.
გმირთა სავანეს, როგორც ხატს, სამთხვევლად დავეღირები
1. ზოგი იჩემებს ადამიანობას, ხოლო, ვინც მასზე არ საუბრობს და მას სხვებში ხედავს, ასეთად მას სხვები აფასებენ.
2. ადამიანს იცავს საკუთარი სიკარგე, რადგან ეს არის საუკეთესო იმუნიტეტი, რაც კი შეიძლება ამქვეყნად ადამიანმა გამოიმუშაოს.
ღმერთია არა ძალაში, არამედ, სიმართლეში
1. გონიერი ადამიანები ახალგაზრდობაში დაშვებული ნაკლები შეცდომებით შეიცნობიან.
2. რადგან არ ვიცით, ვინ?-როდის?-რა? - სისუსტეს გამოიჩენს, უმჯობესია ეს ლოგიკა თვითონ გვახასიათებდეს.




































