დუშან უგრინი: „რომ მოიგო, უნდა შეუტიო...“
საფეხბურთო კლუბ „თბილისის დინამოს“ დიღმის სამწვრთნელ ბაზაზე კლუბის პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ გუნდის სპორტული დირექტორი ბუბა ტყავაძე და მთავარი მწვრთნელი დუშან უგრინი წარადგინა, რომლებმაც პრესკონფერენციაზე საკმაოდ აქტუალურ და საინტერესო თემებზე ისაუბრეს.
დუშან უგრინი: „დინამო თბილისი“ დიდი გუნდია. აღფრთოვანებული ვარ აქაური პირობებით, სტადიონით, ბაზით. ვფიქრობ, მამაჩემმა საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია რამდენიმე წლის წინ. ყველა იმის მოლოდინშია, რომ გუნდი ძველ დიდებას დაიბრუნებს. ამისთვის კი მხოლოდ კარგი თამაშია საჭირო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პროგრამა მინიმუმი – ევროსაგზურები მოვიპოვოთ. აქცენტს უფრო თავდასხმაზე გავაკეთებთ, სავარაუდოდ 4–4–2 ტაქტიკით ვითამაშებთ. ჩვენთვის მთავარი ჩემპიონობაა და რომ მოიგო, უნდა შეუტიო... ძალიან მომწონს თბილისი, ქართველი ხალხი და ვფიქრობ ერთმანეთს გავუგებთ.
რომან ფიფია: დუშან უგრინზე რა უნდა ვთქვა ახალი, ისედაც ყველამ იცის ვინაა, საკმაოდ წარმატებული და იმედისმომცემი მწვრთნელია და მასზე დიდ იმედებს ვამყარებ. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი გუნდის წარმატება პრიორიტეტულია, აქცენტი ასევე კეთდება აკადემიაზე. 17–წლამდელთა ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი ჩვენს კუთვნილებაშია და მიუხედავად მათზე დიდი მოთხოვნისა, ამ ბიჭებს ვერ გავყიდით, მათზე და აკადემიის სიძლიერეზეა დამყარებული გუნდისა და ქართული ფეხბურთის მომავალი. რაც შეეხება მომავალ სეზონს, როგორც გვპირდებიან, ტურის 6–ვე მატჩის პირდაპირი ტრანსლირება საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებლებზე მოხდება. თუმცა სამწუხაროა, რომ საფეხბურთო ლიგის შექმნა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს სხვადასხვა კლუბების ხელმძღვანელობები იმ 60–100 ათასს გამოყოფენ ბიუჯეტიდან, რაც ლიგის შესაქმნელადაა აუცილებელი.
ბუბა ტყავაძე: მიხარია, რომ ისევ „დინამოს“ ბაზაზე ვხვდებით ერთმანეთს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კლუბის პრეზიდენტს, ბატონ რომან ფიფიას, რომ კვლავ მომიწევს „თბილისის დინამოში“ მოღვაწეობა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელი ამ გუნდისგან მოშორებით გავატარე, ჩემი გული ყოველთვის „დინამოს“ ეკუთვნოდა. „დინამო“ დღემდე რჩება ქართული ფეხბურთის ფლაგმანად და ეს მუდამ ასე იქნება. მითუმეტეს დღეს მე ვხედავ ყველა პირობას იმისათვის, რომ გუნდმა წარმატებას მიაღწიოს.
რაც შეეხება სატრანსფერო პოლიტიკას, გეტყვით, რომ ნებისმიერმა ფეხბურთელმა, რომელიც დღეს გუნდშია, მომავალში შესაძლოა კლუბი დატოვოს. სრული შემადგენლობის ერთბაშად ცვლა “შოკურ თერაპიად“ მიმაჩნია. საჭიროების შემთხვევაში სჯობს ეს ეტაპობრივად განხორციელდეს. გუნდის მთავარი მწვრთნელი მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ დარჩება და ვინ წავა.
ლეგიონერებთან დაკავშირებით კი ვიტყოდი, რომ როცა ქვეყანაში გარკვეულ პოზიციაზე ძლიერი ფეხბურთელის მოძიების პრობლემაა, მივესალმები ლეგიონერების ჩამოყვანას, მითუმეტეს, რომ ახალგაზრდების პროფესიონალური ზრდისათვის, აუცილებელია მათ გვერდით თამაში. დასასრულს მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენს მთავარ მწვრთნელს და ყველა იმ ფეხბურთელს, რომელიც „დინამოს“ მაისურით განაგრძობს თამაშს.
გიორგი კინტირაია
მსგავსი სიახლეები
რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების აღდგენის გარკვეული პოზიტივი გამოიკვეთა, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში ორი მეზობელი ქვეყნის წარმომადგენელი ერთმანეთს პირისპირ
ევროპასა და საქართველოში არსებულ სადაზღვევო სისტემებზე და მნიშვნელობაზე, გერმანიის ჯანმრთელობის დაცვის სტრატეგიული ცენტრის მენეჯერმა ფედერიკ როდერმა "ჯეონიუსთან“ ისაუბრა.
ათენის ოლიმპიურ ჩემპიონი და ახლა ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი, ზურაბ ზვიადაური სპორტის განვითარებას პარლამენტიდან აპირებს. მას სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს, განსაკუთრებით კი ძიუდოს განხრით.
წიგნს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. არქაული პაპირუსის გრაგნილიდან მრავალტომეულამდე გზა დიდი იყო და რთული. ხელნაწერები ბეჭდურ გამოცემებად, შემდეგ კი მრავალტომეულად იქცა. ჩვენს ეპოქას თანამედროვე ტექნოლოგიების ერა შეგვიძლია ვუწოდოთ.

პროფესიით ჟურნალისტი და პუბლიცისტი, ყოფილი სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი დიდი ხნის პაუზის შემდეგ პოლიტიკას უბრუნდება და "თავისუფალი საქართველოს" პარტიის სახელით არჩევნებში მაჟორიტარად კენჭს იყრის.
ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველოში "ჩარეცხილი" პროფესორ-მასწავლებლები გაჩნდნენ. ის პედაგოგები, რომლებიც ახალი რეფორმისთვის მიუღებელნი იყვნენ, სამსახურიდან ახსნა-განმარტების გარეშე დაითხოვეს.


































