ინტერვიუ

რატომ არ აქვს სახლში ტელევიზორი, ბაკურ სულაკაურს?!

ორშაბათი, 16 ივლ 2012 19:34

ცნობილი ქართველი მასწავლებელი, დირექტორი, „წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის პრეზიდენტი,“ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის დამფუძნებელი“

- თავად, ბაკურ სულაკაური ჯეონიუსის მორიგი სტუმარი იყო. გავიგოთ თუ, რატომ არ აქვს სახლში ტელევიზორი? რატომ არ ჩნდება ხშირად ტელე-ეკრანებზე?

თქვენი პროფესია და დღევანდელი საქმიანობა სრულიად განსხვავებულია, რამ გამოიწვია ასეთი რადიკალური ცვლილება?

მე უნივერსიტეტში მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი მუშაობა დავიწყე. 8 წლის განმავლობაში მათემატიკის მასწავლებელი ვიყავი. 90- იან წლებში ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის ჩემი პროფესიაც.

გვიამბეთ, თქვენი ოჯახის შესახებ....

არ მიყვარს პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი... ჩემი მეუღლე „ბაკურ სულაკურის გამომცემლობის“ დირექტორია.

როგორც ვიცი თქვენ სკოლის დირექტორი ხართ, თქვენი შვილები თქვენს სკოლაში დადიან?

დიახ, მე კერძო სკოლა მაქვს და ჩემი შვილები ჩემს სკოლაში დადიან.

სარგებლობენ თუ არა ისინი პრივილეგიებით როგორც დირექტორის შვილები?

გამორიცხულია, ისინი პრივილეგიებით არ სარგებლობენ, არანაირი შეღავათი არ აქვთ, სწავლობენ ისე როგორც სხვა დანარჩენი ბავშვები.

როდის და როგორ გაჩნდა გამომცემლობის შექმნის იდეა?

გამომცემლობა 1999- დან შეიქმნა და 13 წელია ფუნქციონირებს.

რამდენად დიდ დროს გართმევთ გამომცემლობა? რამდენად ახერხებთ ოჯახის წევრებთან ყოფნას?

ოჯახისთვის ძალიან ცოტა დრო მრჩება. როგორც გითხარით ჩემი მეუღლე გამომცემლობის დირექტორია, შესაბამისად მთელ ჩვენს დროს გამომცემლობას ვუთმობთ.

როგორია ბაკურ სულაკაური, გამომცემლობის გარეთ?

ოჯახის თითქმის ყველა წევრი სახლში გვიან ვბრუნდებით, არცერთი არ ვუყურებთ ტელევიზორს, შესაბამისად არც კი გვაქვს ის. დარჩენილ დროს კი ერთად ვატარებთ.

როგორი ურთიერთობაა გამომცემლობებს შორის? აღიქვამთ ერთმანეთს კონკურენტებად?

მე პირადად კარგი ურთიერთობა მაქვს ყველა ჩემს კოლეგასთან, მე მათ კოლეგებს ვუწოდებ და არა კონკურენტებს. გარკვეული თვალსაზრისით ერთმანეთის კონკურენტებიც გამოვდივართ, თუმცა საქართველოს წიგნის ბაზარი იმდენად პატარა და განუვითარებელია, რომ ჩვენ თანამშრომლობა უფრო გვჭირდება, ვიდრე კონკურენცია. ხშირად ვმართავთ ერთად ღონისძიებებს მაგალითად, „თბილისის წიგნის ფესტივალი“ ჩვენი თანამშრომლობით ხორციელდება.

„ბაკურ სულაკაურის გამოცემლობა“ ყოველთვის ორიგინალურ პრეზენტაციებსა და ღონისძიებებს გვთავაზობს ვისი ან რისი დამსახურება ეს ყველაფერი?

ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის დამსახურება. ჩვენთან 40 ადამიანი მუშაობს, შესაბამისად არის გუნდი, რომელიც ღონისძიებებს გეგმავს და აკეთებს. მხოლოდ ერთი ადამიანი ამას ვერ მოახერხებს ეს ყველაფერი კარგი, ერთიანი გუნდის დამსახურებაა.

რას ფიქრობთ ახალგაზრდა თაობაზე, უწოდებდით თუ არა მათ წიგნების თაობას?

დიახ, გაცილებით კარგი ახალაგაზრდები არიან ახლა, ვიდრე წინათ იყვნენ მაგალითად, ოცი წლის წინ. ახლა უფრო განათლებული ახალგაზრდობაა, ვიდრე საბჭოთა კავშირის დროს იყვნენ.

ბაკურ სულაკური ხშირად არ ჩნდება ტელე-ეკრანებზე, რატომ?

ვცდილობ ხშირად არ გამოვჩნდე კამერაში ან კიდევ პოსტერებზე, უბრალოდ არ მიყვარს.

რომ არა გამომცემლობა როგორ ფიქრობთ იქნებოდით ისეთივე წარმატებული, როგორიც ეხლა ხართ?

ვფიქრობ, მე რასაც ვაკეთებდი იქაც ისეთივე წარმატებული ვიყავი, როგორც გამომცემლობაში ვარ. მე სკოლაში ვმუშაობდი და სრულიად ყმაყოფილი ვიყავი ჩემი საქმიანობით

დარჩა კიდევ რაიმე გასაკათებლი ბაკურ სულაკაურს გამომცემლობის გარეთ და ცხოვრების ბოლომდე აუცილებლად გააკეთებს?

საერთოდ ჩემი მიზანი არ არის წარმატების მიღწევა. მთავარია რასაც ვაკეთებ ის მსიამოვნებდეს და მთელი სულით და გულით ვაკეთო. წინათ სკოლის გარდა სხვა ბევრ ადგილას ვმუშაობდი და ისე მსიამოვნებდა, როგორც გამომცემლობაში მუშაობა. მინდა გითხრათ, იმ ადგილებში იმიტომ კი არ ვიწყებდი მუშაობას, რომ მსიამოვნებდა, არამედ რასაც ვაკეთებდი ვცდილობდი იმას მოეტანა ჩემთვის სიამოვნება, მებაღეთაც რომ ვიმუშაო ამისგანაც სიამოვნებას მივიღებ. არვიცი რა არის წარამტება შეიძლება ამასაც ეძახიან წარმატებას- აკეთო მთელი სულით და გულით ის, რაც გსიამოვნებს.

როგორი გეგმები აქვს გამომცემლობას?

ჩვენ წელიწადში გამოვცემთ 200-დან 300- მდე წიგნს, ვგეგმავთ ეს მაჩვენებელი გავზარდოთ. სხვა, განსაკუთრებული გეგმები არ გვაქვს.

 

 

სოფიო კირვალიძე

მსგავსი სიახლეები

მთავარია სულში რა შეგვრჩება და არა ხელში

დღევანდელი თაობისთვის საკმაოდ საინტერესოა და შეიძლება ითქვას, რომ პირველ ადგილზე დგას ფრაზები რომლებსაც სოციალურ ქსელებში იყენებენ. 42 წლის, პროფესიით ჟურნალისტი, ინგა გულაშვილი არის ადამიანი, რომელიც სწორედ ასეთ ფრაზებს ქმნის.

მერაბ შათირიშვილი: გურამ ოდიშარიას პატიოსნებაში ეჭვი არ მეპარება, ...

 ჯგუფი, რომელიც ცოტა ხნის წინ კულტურის სამინისტროში  ვითარების გასაცნობად შევიდა, მინისტრობის კანდიდატმა, გურამ ოდიშარიამ დაშალა და ახლა სხვა ადამიანებს აუნთო მწვანე. ბუნებრივია, მარინა ბერიძის მიერ "დაწუნებული" ჯგუფის წევრებმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს და არ აპირებენ დათმობას.

დუშან უგრინი: „რომ მოიგო, უნდა შეუტიო...“

საფეხბურთო კლუბ „თბილისის დინამოს“ დიღმის სამწვრთნელ ბაზაზე კლუბის პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ გუნდის სპორტული დირექტორი ბუბა ტყავაძე და მთავარი მწვრთნელი დუშან უგრინი წარადგინა, რომლებმაც პრესკონფერენციაზე საკმაოდ აქტუალურ და საინტერესო თემებზე ისაუბრეს.

ექსტრასენსი ლალი ხელაშვილი პროგნოზებს აკეთებს

ექსტრასენსი ლალი ხელაშვილი ახალ პროგნოზებს აკეთებს. მისი თქმით, ის ყველაფერი, რასაც წლების წინ ამბობდა, ზედმიწევნით შესრულდა. ექსტრასენსი ”ჯეონიუსთან” საქართველოს ახლო მომავალზე, პოლიტიკურ კურსზე, რუსეთთან ურთიერთობასა და მომავალ პრეზიდენტზე საუბრობს.

მარია შარაპოვა: არ შემიძლია იმ ბრენდის რეკლამირება, რომლის ...

პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო ქალი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა, პერსონალური საათების ხაზის პრეზენტაციის დროს, ჟურნალისტებს მოდაზე, სილამაზისა და სპორტისადმი თავის დამოკიდებულებაზე ესაუბრა.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის ...

გავლენიანი ესტონური გამოცემა Eesti Päevaleht აქვეყნებს ინტერვიუს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძესთან.

ფოტოკოლაჟი