ინტერვიუ

სად ისვენებენ ცნობილი ადამიანები

შაბათი, 30 ივნ 2012 18:33

ალბათ ყველასთვის საინტერესოა თუ, სად ისვენებენ შოუბიზნესის წარმომადგენლები. ამის გასაგებად საინფორმაციო სააგენტო ჯეონიუსის ჟურნალისტი, რამოდენიმე ცნობილ ადამიანს დაუკავშირდა.

გთავაზობთ გამოკითხვას თუ, სად და ვისთან ერთად აპირებენ წელს დასვენებას?! მათი საოცნებო ადგილი, სადაც სიამოვნებით გაატარებენ ცხელ ზაფხულს?!

 

ნიკა წულუკიძე: საირმე მირჩევნია ყველაფერს. სულ იქ ვისვენებ, თუმცა წელს პორტუგალისა და ესპანეთში ვაპირებ დასვენებას.

 

მეგი გოგიტიძე: გამომდინარე იქიდან, რომ ვარ ქობულეთელი, წელსაც იქ ვაპირებ დასვენებას. რომ არ დაგიმალოთ, დიდი სიამოვნებით დავისვენებდი, სადმე მიგდებული სოფლის პატარა ქოხში.

 

ჯაბა კილაძე: დასასვენებლად ბათუმში მივდივარ რა თქმა უნდა მეგობრებთან ერთად. არ ვოცნებობ, მაგრამ დიდი სიამოვნებით წავიდოდი გოაზე.

 

ანი სირაძე: წელს მშვიდ და წყნარ გარემოში გადავწყვიტე დავისვენო, ამისათვის ყველაზე კარგი დასასვენებელი ადგილი შეკვეთილია, სადაც მეგობრებთან ერთად ვაპირებ წასვლას. ეგვიპტეში დავისვენებდი სიამოვნებით. ყველაფერი ვიცი ეგვიპტის შესახებ და ყველაფერი მაინტერესებს რაც ეგვიპტეს ეხება.

 

ანდრია გველესიანი: ჯერჯერობით თბილისში ვარ და ლაგუნა ვერაზე დავდივარ, კარგი გოგონების გარემოცვაში.როგორც ყოველთვის, რაჭაში ვაპირებ წასვლას და შემდეგ ზღვაზე, მეგობრებთან ერთად. ავსტრალიაში დავისვენებდი სიამოვნებით, სერფინგით და დიდი ტალღებით, სანაპიროზე ერთი ქოხით, სადაც გიტარა, ბუხარი და ლამაზი გოგონები იქნებიან. 

 

ნინი შერმადინი: ძალიან დიდი სურვილი მაქვს, საბერძნეთში წავიდე დასასვენებლად. ძალიან კარგი კუნძულებია და რამდენჯერაც არ უნდა წავიდე დიდი სიამოვნებით დავისვენებ ჩემს შვილთან და მეგობრებთან ერთად, მაგრამ ცოტა ხნით მარტო დასვენებაზეც არ ვიტყოდი უარს. ძალიან ბევრი საქმე მაქვს და ამის გამო ჯერჯერობით ვერსად ვერ მივდივარ.

 

თეკლა კალმახელიძე: მოკლედ სამსახურის გამო დიდი იმედი მაქვს, რომ დასვენება მექნება. წასასვლელი ბევრგანაა. დრო მეყოს მთავარია. ჯეოსტარელებს ერთად გვინდოდა დასვენება ზღვაზე. ჯერჯერობით იდეაშია და ვნახოთ. შეიძლება ჩემს დასთან და მეგობრებთან ერთად, თურქეთის რომელიმე კურორტზეც წავიდე. ფასები თითქმის ემთხვევა ბათუმისას. ოცნება მაქვს, რაჭაში წასვლა. არ ვარ ნამყოფი და თუ დამპატიჟებს ვინმე ღვთისნიერი, სიამოვნებით ვნახავდი ამ ზაფხულს რაჭას, თუნდაც რამდენიმე დღით. აუცილებლად ჩავალ ქარელში, სადაც დავიბადე და გავიზარდე. ყველაზე ძალიან მიყვარს იქაურობა. რაც შეეხება საოცნებო ადგილს, იქ აუცილებლად უნდა იყოს ზღვა და სანაპირო. რიოში წავიდოდი ან ფიჯი და ტაი.

 

თემო ჟღენტი

მსგავსი სიახლეები

მარია შარაპოვა: არ შემიძლია იმ ბრენდის რეკლამირება, რომლის ...

პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო ქალი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა, პერსონალური საათების ხაზის პრეზენტაციის დროს, ჟურნალისტებს მოდაზე, სილამაზისა და სპორტისადმი თავის დამოკიდებულებაზე ესაუბრა.

განუგრავა: "მეტალურგში" ჟორჟიკაშვილის დახმარებით მოვხვდი"

რუსთავის "მეტალურგს" ახალი მწვრთვნელი გიორგი ყიფიანი ჰყავს. ახალგაზრდა სპეციალისტმა კობა ჟორჟიკაშვილი შეცვალა. სწორედ ჟორჟიკაშვილის დამსახურებაა, რომ დღეს "მეტალურგში" უნგრეთიდან დაბრუნებული გიორგი განუგრავა თამაშობს.

სტუდენტური დღეები დედაენის დღეს გაიხსნება

სტუდენტური დღეები 2013 იწყება. მსურველებმა რეგისტრაცია 25 მარტამდე საკუთარი უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობაში უნდა გაიარონ. პროექტის ფარგლებში ბევრი სპორტული და კულტურული აქტივობაა დაგეგმილი.

ფედერიკ როდერი: ჰოლანდიაში ჩატარდა კვლევა, რომ სახელმწიფოსთვის მწეველები ...

ევროპასა და საქართველოში არსებულ სადაზღვევო სისტემებზე და მნიშვნელობაზე, გერმანიის  ჯანმრთელობის დაცვის სტრატეგიული ცენტრის მენეჯერმა ფედერიკ როდერმა "ჯეონიუსთან“ ისაუბრა.

უშიშროების საბჭოს სათათბირო ორგანოს სტატუსი უნდა მოეხსნას

დასავლეთის სპეც-სამსახურების ისტორიის მკვლევარი თორნიკე შურღულაია პრემიერს ეფექტური კონტროლის ბერკეტს - სპეციალური გაერთიანებული კომიტეტის შექმნას სთავაზობს,

"oikos Tbilisi" სამდღიანი მაშტაბური კონფერენციებისათვის ემზადება

მაშინ, როცა ადამიანს ასპარეზი ეძლევა, მას შეუძლია ყველაფერს მიაღწიოს, ეს კი სტუდენტებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ანუ რაიმე საშუალება, რომ თავის რეალიზება მოახდინონ, „oikos Tbilisi” სწორედ ის ორგანიზაციაა, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს „ისწავლონ და აკეთონ.“ ჩვენ ამ ორგანიზაციის პრეზიდენტს ლევან ფანგანს ვესაუბრეთ.

ფოტოკოლაჟი