ანონსი 19 ივნისს
19 ივნისს
11:00 საათზე - „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობის“ ფარგლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს და სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.
ანონსი 18 ივნისს
18 ივნისს
11:30 საათზე - პრაიმტაიმის პრესკლუბში სამართალდამცავი და ექსპერტი ლევან ალაფრიშვილი პრესკონფერენციას გამართავს
თემა: საკონსტიტუციო ცვლილებები და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები
ანონსი 17 ივნისს
17 ივნისს
11 :00 საათზე - "პრესკლუბში მე-17 სართულზე" ზურაბ ჭიაბერაშვილი მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
ანონსი 15 ივნისს
15 ივნისს
12:00 საათზე - სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი გიორგი ჩხეიძე მრავალდარგოვან სასოფლო–სამეურნეო საწარმოს შპს „ლომთაგორას“ ესტუმრებიან, ფერმერებს შეხვდებიან და მარცვლეულის შესანახი მეურნეობის სამშენებლო სამუშოებს დაათვალიერებენ.
ანონსი 14 ივნისს
14 ივნისს
11:00 საათზე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი ჯავახიშვილი, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორი ზურაბ ახალკაციშვილი და სააგენტოს თანამშრომლები კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლს ესტუმრებიან და უსასყიდლოდ გადასცემენ სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნივთებს.
ანონსი 13 ივნისს
13 ივნისს
13:00 საათზე - "მემარცხენე ალიანსის" ლიდერი სოსო შატბერაშვილი პარტიის ოფისში გამართავს ბრიფინგს.თემაზე: "შრომის კოდექსის პროექტით შრომისა და დასაქმების დისკრიმინაციის კონვენციის უგულველყოფილი დებულებების გამო საპროტესტო წერილით მივმართავთ საერთაშორისო შრომის ორგანიზაციას"
ანონსი 12 ივნისს
12 ივნისს
11:00 საათზე - ახალი ამბების სააგენტო “Front News“-ის პრეს-კლუბში, “სახალხო პარტიის” თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე პრესკონფერენციას გამართავს.
ანონსი 11 ივნისს
11 ივნისს
10:30 საათზე - პრაიმტაიმის პრესკლუბში ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურია პრესკონფერენციას გამართავს
თემა: სასამართლო რეფორმა
ანონსი 10 ივნისს
10 ივნისს
11:00 საათზე - ახალი ამბების სააგენტო “Front News“-ის პრეს-კლუბში „ქართულ-აფხაზურ-ოსური საერთაშორისო მოძრაობის“ ხელმძღვანელი, პრეზიდენტობის კანდიდატი ნესტან კირთაძე პრეს-კონფერენციას გამართავს.
ანონსი 8 ივნისს
8 ივნისს
10;00 საათზე - მედიკოს სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა პირველი სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნება.
მისამართი: ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი, გოთუას ქუჩა #14
ანონსი 7 ივნისს
7 ივნისს
11:00 საათზე - პრაიმტაიმის პრესკლუბში სახალხო ბანკის ყოფილი მფლობელი ირინა ჯინჭარაძე უკანონოდ ჩამორთმეული მფლობელობის შესახებ პრესკონფერენციას გამართავს
ანონსი 6 ივნისს
6 ივნისს
12:00 საათზე - სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება.
მისამართი: ალ.ყაზბეგის #42
ანონსი 5 ივნისს
5 ივნისს
12:00 საათზე - საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის“ პროექტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ჟურნალისტებს შეხვდება და მათ შეკითხვებს უპასუხებს.
მისამართი: გორგასლის #16 საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ანონსი 4 ივნისს
4 ივნისს
10:00 საათზე - ნატოში ასპირანტი ქვეყნების (ბოსნია და ჰერცეგოვინა, მაკედონია და მონტენეგრო) ელჩების მოადგილეები, ნატოში აშშ-ს ელჩის მოადგილე და თურქეთის თავდაცვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები იუსტიციის სახლს ეწვევიან.
ანონსი 3 ივნისს
3 ივნისს
12:00 საათზე – დამოუკიდებელ სტუდენტთა საინიციატივი ჯგუფის წევრები “პრესკლუბში მე–17 სართულზე” ბრიფინგს გამართავენ.
თემა: საზაფხულო სტუდენტური დასაქმების აღდგენა. 4 ივნისს განათლების სამინისტროს წინ დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მიღება
ვაჟა–ფშაველას გამზ. # 45 (რუსთავი 2–ის ყოფილი შენობა)
ანონსი 3 ივნისს
3 ივნისს
10:00 საათზე - მთავრობის კანცელარიაში მე-8 სართულზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ნატოში ასპირანტი ქვეყნების (ბოსნია და ჰერცეგოვინა, მაკედონია და მონტენეგრო) ელჩების მოადგილეებს, ნატოში აშშ-ს ელჩის მოადგილესა და თურქეთის თავდაცვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებს შეხვდება.


































