ვანო მერაბიშვილი ყველაზე მაგარი მინისტრია
საქართველოს პარლამენტში გუშინ გამართულ "სამთავრობო საათთან" დაკავშირებით, "ჯეონიუსმა" საზოგადოების წარმომადგენლების, მოქალაქეების განწყობის გარკვევა სცადა. თბილისის რამდენიმე უბანში დღეს დილიდან რამდენიმე კორესპონდენტი გავიდა, რომლებმაც მოქალაქეებს დაუსვეს შეკითხვა, მიიღეს თუ არა ამომწურავი პასუხები მინისტრებისგან, როგორ აფასებენ მათ გამოსვლას პარლამენტში.
საბურთალო, ნუნუ ხვადაგიანი:-განსაკუთრებით დამაჯერებელი გამოსვლა ჰქონდა შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს. ამ კაცმა ეს სისტემა რომ ააწყო, ფაქტია, მაგრამ მისი პასუხები იყო სახელმწიფოებრივად გააზრებული და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ვანო მერაბიშვილი ყველაზე მაგარი მინისტრია. ოპოზიცია დაჟინებით ითხოვდა მის მისვლას პარლამენტში. კარგია, რომ მივიდა და პასუხებიც გასცა. ვაკვირდებოდი ოპოზიციის სახეებს და ასე მეგონა, რომ ისინიც კი კმაყოფილები იყვნენ იმ პასუხებით, რაც ვანო მერაბიშვილისგან მიიღეს.
ვაკე, სალომე იმნაძე:-განათლების მინისტრისგან მეტის მოსმენას მოველოდი, ასე მომეჩვენა, რომ ცოტა მოუმზადებელი იყო, შეეძლო, უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო. განათლება, ეს ისეთი სფეროა, რომ პირდაპირ თუ ირიბად, ყველას გვაქვს შეხება და ცოტა არ იყოს, მინისტრმა ჩემი მოლოდინი ვერ გაამართლა. მომეწონა ვანო მერაბიშვილის პასუხები. აი, ვლადიმერ სანაკოევზე რომ თქვა, მივხვდი, რომ ის გულწრფელი იყო. მისმა გამოსვლამ აქამდე გავრცელებული ყველა კითხვის ნიშანი მოხსნა. ნიკა რურუას გამოსვლაც მომეწონა, პრინციპში, თუმცა, კონკრეტიკა აკლდა. ვისურვებდი, უფრო გასაგებად ესაუბრა ზოგიერთ საკითხზე.
გლდანი, ვალერი კუდუხაშვილი:-ვერ მოვახერხე მეორე არხზე მინისტრების გამოსვლის ნახვა. რაც მერე საინფორმაციოებში ვნახე, მერაბიშვილის გამოსვლა ყველაზე საინტერესოდ მომეჩვენა. ირაკლი ალასანიაზე რომ თქვა, მაგაში ვეთანხმები. ყველაფერზე ხმამაღლა ყვირილი არ შეიძლება, ამას ხომ მტერიც ისმენს და მოყვარეც. სხვათაშორის, თანამშრომლებს ყველას უყვარს ვანო და ამბობენ, რომ ის უბრალო და გულისხმიერია თანამშრომლების მიმართ, დაბადების დღეს ულოცავს ხალხს, ყველას პრობლემა გულთან ახლოს მიაქვს და არაა გაზულუქებული ჩინოვნიკი.
სანზონა, ვერა კიკაბიძე:-ვერ ვუყურე, ვერაფერს გეტყვით.
გლდანი, კახა კუნჭულია:-რაც უფრო ხშირად მივლენ მინისტრები და ისაუბრებენ, მით უკეთესი იქნება. ნიკა რურუამ რომ თქვა, ბათუმში მეჩეთის მშენებლობა არაა გადაწყვეტილიო, ამან გარკვეულობა შეიტანა. იქამდე რომ ეთქვა, ის აქციები და ჭორები აღარ იქნებოდა. მისულიყო იქამდე და ეთქვა რურუას, არ შეიძლებოდა? შაშკინსაც ვუსმინე, კარგად ილაპარაკა.
საბურთალო, ნუნუ ხვადაგიანი:-იცით რა მომეწონა განსაკუთრებით? შეკითხვებს რომ უსვამდნენ, ვანო მერაბიშვილი იდგა და უსმენდა, არც ბრაზდებოდა და ჩვეულებრივად იღებდა შეკითხვებს. სხვებს უფრო გაღიზიანება ეწერათ სახეზე. ვანოს ფანი არა ვარ, მაგრამ მართლა მაგარი მინისტრია. გუშინ კიდევ დავრწმუნდი ამაში.
თამარ ჭაუჭიძე
მადონა ხუსკივაძე
მსგავსი სიახლეები
იმისათვის, რომ ცოლს არ ეღალატა, ბრიტანელი დელვარ სინგხო მეუღლეს საკვებში სტეროიდებს რეგულარულად უყრიდა. შედეგად ქალი გასუქდა, დაიწყო გამელოტება, ნიკაპზე, ზედა ტუჩსა და ზურგზე თმა ამოუვიდა. ქალი ხშირად ჩიოდა საჭმლის მწარე გემოზე, მაგრამ ქმარი ჯასპრიტს აიძულებდა, კერძი ბოლომდე ეჭამა.
27 ნოემბერს, 11 საათზე, თბილისში, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ (Ballroom#3) გაიმართება ლონდონის საფონდო ბირჟის კონფერენცია, სადაც მოხსენებით წარსდგება საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.
22 იანვარს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება საქართველოს პოლიციის ახალი ეთიკის კოდექსის პროექტის პრეზენტაცია.
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კოალიცია 27 მაისს, დედაქალაქის მთავარ მოედანზე მიტინგის გამართვას აპირებს. პოლიტიკაში მოსვლის განაცხადის პირველი დღიდანვე, ბიძინა ივანიშვილი ირწმუნებოდა, რომ ქუჩის აქციებს არ გამართავდა. აპირებენ თუ არა დედაქალაქის მცხოვრებლები აქციაზე მისვლას და როგორ აფასებენ ივანიშვილის ქუჩაში გამოსვლას,
უკვე რამდენიმე კვირაა, რაც საინფორმაციო სააგენტო "ჯეონიუსი“ სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე თბილისის მასშტაბით გამოკითხვებს ატარებს. ამჯერად გამოკითხვის სფეროები განათლება და საზოგადოებაა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო ინფორმაციით, საქართველოში უმუშევრობა 16,5 პროცენტს შეადგენს, თუმცა ეროვნულ-დემოკრატიული და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტები სულ სხვა რეალობას გვთავაზობენ.


































