რას ფიქრობთ?

პროფესია - დასაქმება!

ხუთშაბათი, 18 აგვ 2011 17:06

უკვე რამდენიმე კვირაა, რაც საინფორმაციო სააგენტო "ჯეონიუსი“ სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე თბილისის მასშტაბით გამოკითხვებს ატარებს. ამჯერად გამოკითხვის სფეროები განათლება და საზოგადოებაა.  ეს ორი სფერო ყველა თაობის ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. გამოიკითხა 35 ადამიანი, ყოველგვარი შერჩევის გარეშე.

კითხვაზე, თქვენთვის რომელი უფრო მნიშვნელოვანია, პროფესიული ცოდნა თუ პრაქტიკული გამოცდილება?   გამოკითხულთა 45%-მა უპასუხა, რომ პროფესიული განათლება, 40%-მა უპასუხა, რომ პრაქტიკას ანიჭებს უპირატესობას,  ხოლო 15%-მა თავი შეიკავა პასუხის გაცემისაგან.

შემდეგ კითხვაზე, თუ რომელ პროფესიას აირჩევდა ამჟამად შემდგომში დასაქმების მიზნით? გამოკითხულთა 75%-მა უპასუხა, რომ ბიზნესს და მენეჯმენტს, 15%-მა უპასუხა, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროს, 10%-მა კი აღნიშნა, რომ არ შეიცვლიდა პროფესიას.

დათო  24 წლის: "ყველაზე მეტი დასაქმებული ეკონომიკის და ბიზნესის სფეროშია, ამ სფეროში მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ იქ ბევრი სხვა სპეციალობის ადამიანიც  მუშაობს“

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კითხვაზე, სად გირჩევნიათ მიიღოთ განათლება? საქართველოში თუ საზღვარგარეთ? გამოკითხულთა 80%-მა უპასუხა, რომ საზღვარგარეთ, 15%-მა - საქართველოში, 5%-მა კი აღნიშნულ კითხვას პასუხი არ გასცა.

 

ზურა,  21წლის: "საქართველოში ნორმალური განათლების მიღება შეუძლებელია, რომელი უნივერსიტეტიც ჩემთვის მისაღებია, იქ გადასახადები უაზროდ ძვირია, აქედან გამომდინარე,  მეც და ჩემს მეგობრებს გვირჩევნია, იმ ფულით წავიდეთ  უცხოეთში და  მივიღოთ განათლება, იქ უფრო თანამდროვე სტანდარტებით მიმდინარეობს სწავლება. დღეს საქართველოში დასაქმების მხრივ, უფრო პრესტიჟულიცაა, როცა საზღვარგარეთის დიპლომი გაქვს"

 

                                                                                                                              

 

                                                                                                                           თაკო ბოჭორიშვილი

 

 

 

                                                                                                                             

მსგავსი სიახლეები

ანონსი

ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ვიქტორ დოლიძე 18:00 სთ-ზე მოსახლეობას შეხვდება მისამართზე - ურიცკის ქ. # 58.

დავთმოთ ეს ოხერი სკამი თუ არა?!

მარშუტით მგზავრობა არც ისე ადვილია როდესაც ქალი ხარ, სუსტი სქესის წარმომადგენლები გახლავართ, დიახ! თქვენც ასე ფიქრობთ მამაკაცებო და ხმამაღლა აჟღერებთ კიდეც.

მთავრობის კანცელარია

1 მარტს, 15:00 საათზე მთავრობის კანცელარიაში, მე-8 სართულზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ევროპის სახალხო პარტიის საგარეო პოლიტიკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ფრანკო ფრატინის შეხვდება.

დევნილი სამოქალაქო საზოგადოების კოალიცია

29 იანვარს, 11 საათზე ვ. ნინუას #3-ში ("ბამბის ნართი") დევნილი სამოქალაქო საზოგადოების კოალიცია სოციალურად დაუცველებთან ერთად მიმართავს მერიას და ჯანდაცვას

ბიძინა ივანიშვილი ქუჩაში რომ დაიწყებს წანწალს, მერე მიხვდება ...

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კოალიცია 27 მაისს, დედაქალაქის მთავარ მოედანზე მიტინგის გამართვას აპირებს. პოლიტიკაში მოსვლის განაცხადის პირველი დღიდანვე, ბიძინა ივანიშვილი ირწმუნებოდა, რომ ქუჩის აქციებს არ გამართავდა. აპირებენ თუ არა დედაქალაქის მცხოვრებლები აქციაზე მისვლას და როგორ აფასებენ ივანიშვილის ქუჩაში გამოსვლას,

„თავისუფალი დემოკრატები“ გამწვანების აქციაში მონაწილებას მიიღებენ

13 აპრილს, 11:30 საათზე, დიღმის ტყე პარკის ტერიტორიაზე (ლუბლიანას ქუჩაზე), პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ ჩაერთვება გარემოს დაცვის სამინისტროს გამწვანების აქციაში „დარგე შენი მომავალი“. ღონისძიებაში მონაწილებას მიიღებენ პარტია „ქართული დემოკრატები“–ს გამგეობის წევრები.

ფოტოკოლაჟი