კონფლიქტები

რუსეთმა ქართველი მოსახლეობის აფხაზებთან ინტეგრაციისთვის გრანტი გამოყო

ხუთშაბათი, 29 მარ 2012 11:38

რუსეთის ფედერაციამ გალის რაიონის ქართველი მოსახლეობის აფხაზებთან ინტეგრაციისთვის 500 ათასი დოლარის ოდენობის გრანტი გამოყო. "ლაივპრესის“ ინფორმაციით, გრანტის ფარგლებში დაფინანსდება ორგანიზაციები, რომლებიც გრანტის გამცემი ორგანიზაციის, "რუსეთის ფედერაციის ინტეგრაციის სამართებლივი ცენტრის“ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

ობოლი ბავშვებისა და მარტოხელა მშობლის დახმარების მიმართულებით პროექტის წარმდგენი ორგანიზაცია 100 ათას დოლარს მიიღებს. სამოქალაქო საზოგადოების, კულტურისა და განათლების განვითარებისთვის 170 ათასი დოლარია განსაზღვრული. ომის თემატიკისადმი მიძღვნილი კულტურული ღონისძიებებისთვის კი გრანტის ფარგლებში 120 ათასი დოლარი დაიხარჯება.

გრანტები გამოყოფილია ასევე, ახალგაზრდა ჟურნალისტების სტაჟირებისთვის, ქალებზე ძალადობის შემცირებასა და ქალთა უფლებებზე. გრანტისთვის გამოყოფილ თანხებს ორგანიზაციები სამი წლის განმავლობაში, ეტაპობრივად მიიღებენ.

მსგავსი სიახლეები

არასათავრობო ორგანიზაციები ახალი საოკუპაციო ხაზების გავლებასთან დაკავშირებით განცხადებას ...

არასამთავრობო ორგანიზაციები „საზოგადოებრივი  დამცველი“   და  „ახალგაზრდები  სამართლია-ნობისთვის  -  საქართველო“, „ჯანმრთელი სამყარო“ კონფლიქტისპირა სოფლებში დიცის, გუგუტიანთკარის, დვანის ადგილობრივ

სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. პრეზიდენტს ირჩევენ. ამ პოსტის დასაკავებლად 11 კანდიდატი იბრძვის. ფავორიტად კი ანატოლი ბიბილოვი სახელდება. ცხინვალის დე ფაქტო ცესკოს შეფასებით, ე.წ არჩევნები და რეფერენდუმი შედგა. შედეგებს ე.წ. ცესკო  გამოაცხადა.
ცხინვალში მიმდინარე დე ფაქტო არჩევნებს ოფიციალური თბილისი არალეგიტიმურად მიიჩნევს და არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებს.მან უკვე გააკეთა საკუთარი არჩევანი.
არჩევნებში ფავორიტად კი ანატოლი ბიბილოვი სახელდება."უმთავრესი არის ის, რომ სამხრეთ ოსეთს ლამაზი და ბედნიერი მომავალი ჰქონდეს იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ახლა აძლევენ ხმას," - განაცხადა მან.
დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 15 დღეში გაიმართება. ინფორმაცია თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიამ გაავრცელა.
იმისათვის, რომ არჩევნების მეორე ტური ჩატარებულად ჩაითვალოს, მასში ამომრჩეველთა 30%-მა უნდა მიიღოს მონაწილეობა.
წინასწარი ოფიციალური მონაცემებით, მეორე ტურში გადავიდნენ განათლების ექს-მინისტრი ალლა ჯიოევა, რომელმაც პირველ ტურში ხმების 24, 5% დააგროვა და ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელი ანატოლი ბიბილოვი, რომელმაც 24%-ზე ოდნავ ნაკლები მიიღო
დე ფაქტო რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები კვირას,  13 ნოემბერს გაიმართა.

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ამ პოსტის დასაკავებლად 11 კანდიდატი იბრძოდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმების 50% ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა. 

რუსმა სამხედროებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

რუსმა სამხედროებმა ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით ორი მოქალაქე დააკავეს. ისინი საჩხერის რაიონის სოფელ ხვანიდან არიან. ოჯახის წევრების ინფორმაციით, აღნიშნული პირები ჯონჯოლის საკრეფად იყვნენ წასულები და მათი აყვანა ამ დროს მოხდა.

ჯიოევას მომხრეებმა ცხინვალის ცენტრში კარვები გაშალეს

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში გრძელდება დაპირისპირება, რომელიც მოჰყვა დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებს. კანდიდატმა ალა ჯიოევამ, რომელიც თავს გამარჯვებულად მიიჩნევს, ულტიმატუმით მიმართა დე ფაქტო პრეზიდენტს ედუარდ კოკოითის მოთხოვნით, გაუქმდეს სასამართლოს გადაწყვეტილება არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ და აღიარებულ იქნეს არჩევნებში ჯიოევას გამარჯვების ფაქტი.

ცხინვალში გვიან ღამით თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი დაჭრეს

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ვითარება კვლავ დაძაბულია. გვიან ღამით თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი დაჭრეს. მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლების განცხადებით, 23 წლის სოსლან გაგუევს თავს მიტინგზე დაესხნენ და ცივი იარაღით დაჭრეს.

ალა ჯიოევას მომხრეების ორი მანქანა დაცხილეს

ხუთშაბათ საღამოს, ცხინვალის ცენტრში სროლის ხმა ისმოდა. რუსული საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პუშკინის ქუჩაზე დაუდგენელმა პირებმა დე ფაქტო რესპუბლიკის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ალა ჯიოევას მომხრეების ორი მანქანა დაცხილეს.

ფოტოკოლაჟი