კონფლიქტები

ცხინვალის იზოლატორიდან კიდევ ერთი ქართველი გაათავისუფლეს

შაბათი, 15 ივნ 2013 19:09

ცხინვალის იზოლატორიდან კიდევ ერთი ქართველი გაათავისუფლეს. 42 წლის ზვიად ჟღენტმა იზოლატორი 5-დღიანი პატიმრობის შემდეგ, თანხის გადახდის სანაცვლოდ, დატოვა. ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული ქართველის ოჯახმა ჯარიმის სახით 10 ათასი რუბლი გადაიხადა.

 

ავლევში მამა-შვილი რუსმა სამხედროებმა ე. წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს

ორშაბათი, 10 ივნ 2013 15:31

ცოტა ხნის წინ, ქარელის რაიონში, კერძოდ ავლევში მამა-შვილი ზვიად და ვახტანგ ჟღენტები რუსმა სამხედროებმა ე. წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. მათი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

დავით ზალკალიანი შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

ხუთშაბათი, 06 ივნ 2013 14:14

დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი შეხვდა შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში გიუნტერ ბეხლერს.

 

ჩვენ ვთხოვთ რუსეთს, დაიცვას საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები - ანდერს ფოგ რასმუსენი

ოთხშაბათი, 05 ივნ 2013 18:54

ჩვენ ვთხოვთ რუსეთს, დაიცვას საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა, ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

არასათავრობო ორგანიზაციები ახალი საოკუპაციო ხაზების გავლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

ორშაბათი, 03 ივნ 2013 13:49

არასამთავრობო ორგანიზაციები „საზოგადოებრივი  დამცველი“   და  „ახალგაზრდები  სამართლია-ნობისთვის  -  საქართველო“, „ჯანმრთელი სამყარო“ კონფლიქტისპირა სოფლებში დიცის, გუგუტიანთკარის, დვანის ადგილობრივ

 

დიცში მავთულხლართების გავლება პანიკის საფუძველს არ ქმნის - მამუკა არეშიძე

შაბათი, 01 ივნ 2013 19:16

ეს არის რუსეთისთვის დამახასიათებელი ქმედება, როდესაც ძალის დემონსტრირებით ცდილობს მოახდინოს თავისი გავლენების გამყარება  - ასე შეაფასა ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ "ჯეონიუსთან" საუბრისას,

საქართველო ოკუპირებული აღარ არის, ოკუპირებული იყო - დავით ვატიტაძე

შაბათი, 01 ივნ 2013 18:12

სოფელ დიცში არასამთავრობო ორგანიზაცია "დროას" მიერ გამართულ აქციაზე,

 

სოფელ დიცის გამგებელსა და "დროას" წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა

შაბათი, 01 ივნ 2013 17:08

სოფელ დიცში, რუსეთის ოკუპაციის დასაგმობად საზოგადოებრივ კავშირ "დროას" მიერ გამართულ აქციას, ორგანიზაციის წევრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

რუსული ოკუპაციის დასაგმობად სოფელ დიცში "დროამ" აქცია გამართა

შაბათი, 01 ივნ 2013 16:13

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შექმნილი ვითარების გასაპროტესტებლად, საზოგადოებრივმა კავშირმა "დროამ" სოფელ დიცში, დევიზით - "არა საქართველოს ოკუპაციას", მშვიდობიანი აქცია გამართა.

 

"საზოგადოებრივი ინიციატივების გაერთიანების ცენტრი" კონფლიქტის ზონაში პერმანენტულ აქციებს იწყებს

შაბათი, 01 ივნ 2013 14:15

"საზოგადოებრივი ინიციატივების გაერთიანების ცენტრი" კონფლიქტის ზონაში პერმანენტულ აქციებს იწყებს. პირველი აქცია სოფელ დიცში გაიმართა, აქციის მონაწილეები რუსეთის აგრესიას გმობენ და პოლიტიკოსებს მიმართავენ, რათა მიმართონ ზომებს კონფლიქტის და ოკუპაციის შესაჩერებლად.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების რიგით 34-ე შეხვედრა გაიმართა

პარასკევი, 31 მაი 2013 20:57

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების რიგით 34–ე შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ბოლო პერიოდში რუსი მესაზღვრეების მიერ ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში მავთულხლართების ფიქსაციის საკითხი იყო,

 

რუსი ე. წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული ხადურები ფინანსთა მინისტრის ნათესავები არიან

პარასკევი, 31 მაი 2013 18:25

რუსი მესაზღვრეების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიასთან ახლოს, გორის რაიონის სოფელ ქვეშში ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული მამა-შვილი, ავთანდილ და კახა ხადურები, ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის ნათესავები არიან.

ოკუპაციის დასაგმობად ახალგაზრდები ხვალ დიცში შეიკრიბებიან

პარასკევი, 31 მაი 2013 17:47

"საზოგადოებრივი კავშირი დროა" ხვალ, 11:30 საათზე, სოფელ დიცში, მოთხოვნოთ - "დროა დასრულდეს საქართველოს ოკუპაცია!" - მშვიდობიან საპროტესტო აქციას გამართავს. აქციის ორაგნიზატორებმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ყველა ახალგაზრდას აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდეს.

 

ინცინდენტების პრევენციის ჯგუფის შეხვედრის შემდეგ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდება

პარასკევი, 31 მაი 2013 16:55

ერგნეთში, ინცინდენტების პრევენციის ჯგუფის შეხვედრა, რომელიც 4 საათზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულდა. შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკების მონაწილეები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ.

„საზოგადოებრივი დამცველი“ და „ახალგაზრდები სამართლიანობისთვის-საქართველო“ განცხადებას ავრცელებენ

ხუთშაბათი, 30 მაი 2013 23:15

„საზოგადოებრივი დამცველი“ და „ახალგაზრდები სამართლია-ნობისთვის-საქართველო“ შიდა ქართლის სოფლებში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 28 მაისს დაწყებული მავთულხლართების გავლების

 

რუსმა მესაზღვრეებმა 24 წლის როსტომ სოსიაშვილი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს

ხუთშაბათი, 30 მაი 2013 13:12

რუსმა მესაზღვრეებმა 24 წლის როსტომ სოსიაშვილი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს. თვითმხილველების განცხადებით, სამხედროებმა სოფელ დიცის მკვიდრი სოსიაშვილი სოფლის განაპირას დააკავეს. 

ფოტოკოლაჟი