ჯარისკაც გიორგი გეთიაშვილს სამი ტყვია აქვს მოხვედრილი
19 წლის ჯარისკაცის, გიორგი გეთიაშვილის დაღუპვის დეტალებზე "Livepress.ge" ინფორმაციას ავრცელებს. "შემთხვევა წალენჯიხის სოფელ მუჟავაში ერთ-ერთ საგუშაგოზე მოხდა. გიორგი გეთიაშვილს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ჩაეძინა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ჩახმახს ხელი შემთხვევით ჩამოჰკრა, რა დროსაც 3 ტყვია თავის არეში მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა."
"Livepress.ge"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა, რომ შესაძლოა ჯარისკაცმა თავი მოიკლა ან ტყვია შემთხვევით გაუვარდა. შოთა უტიაშვილის თქმით, მომხდარს თვითმხილველი არ ჰყავს, რადგან შემთხვევის დროს ჯარისკაცი მარტო იმყოფებოდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ ზუგდიდის გასამხედროებულ დანაყოფში 19 წლის ჯარისკაცი გიორგი გეთიაშვილი 13 ოქტომბერს დაიღუპა. იგი გურჯაანის სოფელ ჯიმითის მკვიდრი იყო. სავალდებულო სამხედრო სამსახურში ის 2011 წლის 29 აგვისტოს გაიწვიეს.
მსგავსი სიახლეები
ერთი წლის ნაცვლად, წელიწადი და სამი თვე - სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა 15 თვემდე იზრდება. ამასთან დაკავშირებით ცვლილება "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" კანონში შედის.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო რეკრუტების ნაწილის დათხოვნაზე განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს განცხადებით, „პალდოს“ ბაზაზე მყოფმა რეკრუტების ნაწილმა (60 რეკრუტი), რომლებიც ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ არ არიან სამხედრო მოსამსახურეები,
თავდაცვის სამინისტროს თხუთმეტამდე მაღალჩინოსანი სტუმრობდა. მათ შორის, ყოფილი თავდაცვისა დ შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაიაც იყო. შეხვედრა გაერთიანებული შტაბის შენობაში, მე-9 სართულზე განთავსებულ ე.წ. ახალაიების აპარტამენტში შედგა, -
ჰელმანდის პროვინციის „სამხრეთ-დასავლეთის რეგიონალურმა სარდლობამ“ თავის სამოქმედო არეალში სამხედრო ოპერაცია განახორციელა. მასში ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად 32-ე და 12-ე ქართული
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დღეს მინისტრმა ირაკლი ალასანიამ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვიქტორ მაიკო მიიღო.
ISAF-ისა და ავღანეთში აშშ-ის ძალების მეთაური გენერალი ჯოზეფ დანფორდი ავღანეთში ქართულ ბაზა „შუკვანს“ ეწვია. ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ISAF-ის სარდალს III ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის ხელმძღვანელობამ


































