საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ამერიკელი სამხედროები დააჯილდოვეს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ამერიკელი სამხედროები დააჯილდოვეს. როგორც "ჯეონიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ხუთი ამერიკელი საზღვაო ქვეითი და ერთი მეზღვაური, ISAF-ის მისიისათვის ქართველი სამხედროების მომზადებაში გაწეული წვლილისთვის დაჯილდოვდა.
მედლები მათ ISAF-ის მისიის შესრულების დროს დაჭრილმა 31-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ალექსანდრე ტუღუშმა გადასცა. დაჯილდოების ცერემონია საზღვაო ქვეითთა კორპუსის უსაფრთხოების თანამშრომლობის ჯგუფის ერთობლივ საექპედიციო ბაზა „ფორტ სტორი“-ზე, ვირჯინიაში გაიმართა.
გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის მედლებით დაჯილდოვდნენ: პოლკოვნიკი ქრისტოფერ მაკკარტი, ვიცე-პოლკოვნიკი დანიელ თოელე, მაიორი ჯოშუა ანდერსონი, კაპიტანი არლონ სმიტი და შტაბის სერჟანტი ევერეტ ბრაუნი. თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი ჯილდო გადაეცა მეორე კლასის უნტერ ოფიცერს რაიან ტილეის.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, ამერიკელმა სამხედროებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სამშვიდობო მისიისთვის ქართველი სამხედროების მომზადების პროგრამის განვითარებაში.
ISAF–ის მისიისათვის გადასროლის წინა მომზადების პროგრამა (GDP-ISAF) წვრთნისა და აღჭურვის მისიაა, რომლის ფარგლებშიც ავღანეთში გაგზავნამდე ოთხი ქართული ქვეითი ბატალიონი მომზადდა.
მსგავსი სიახლეები

ქუთაისის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კურს-დამთავრებულთა საზეიმო ცერემონიალი, ლიცეუმის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. კურსდამთავრებულებს ლიცეუმის დამთავრებისა და დაწყებითი სამხედრო პროგრამის შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე და თავდაცვის
სამხედრო პოლიციაში მინი შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო შექმნილი, - განცხადება თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით დღეს, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მსმენელები ესტუმრნენ.
ქართველმა სამშვიდობოებმა სამოქმედო არეალი ჰელმანდის პროვინციაში აშშ-ს საზღვაო ქვეითებსა და ადგილობრივ ძალებს გადააბარა. საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონმა სამხედრო მისია მუსა-ქალას ხეობის ნაწილში ოფიციალურად დაასრულა.
დღეს, სამხედრო პოლიციაში დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. სამხედრო პოლიციის უფროსმა ვიცე პოლკოვნიკმა კახაბერ ჩიხრაძემ 2008 წლის ომსა და ISAF-ის მისიაში ღირსეული სამსახურისათვის























.jpg)









