მიხეილ სააკაშვილი საქართველოში წარმოებულ უპილოტო საჰაერო სისტემას გაეცნო
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში წარმოებულ უპილოტო საჰაერო სისტემას გაეცნო. როგორც "ჯეონიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ახალი უპილოტო საჰაერო სისტემა გამოიცადა ურთულეს რელიეფურ და კლიმატურ პირობებში. იგი შედგება საჰაერო აპარატისა და სახმელეთო სეგმენტებისაგან. ფრენის მართვა ხორციელდება პროგრამული უზრუნველყოფით. საჰაერო აპარატი აღჭურვილია შიგაწვის ძრავით. აფრენა ხორციელდება პნევმატური კატაპულტის მეშვეობით.
უპილოტო საფრენი აპარატი წარმოადგენს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ სისტემას. ის გამოიყენება რთული (საბრძოლო) მისიების წარმოების დროს, ასევე შემდეგი მიზნებისთვის:
• სასაზღვრო პატრულირება
• დაზვერვა/თვალთვალი
• საჰაერო ფოტოგადაღება
• დაზვერვა გეოფიზიკური მეთოდებით
• სტიქიური უბედურებების მონიტორინგი
• სანაპირო დაცვის უზრუნველყოფა
• რადიაციის შემოწმება/კონტროლი
• დღის/ღამის დაზვერვა
• ბრძოლის ველის მეთვალყურეობა
• მიზნის დადგენა
• რადიო და რადიოტექნიკური დაზვერვა
• ბრძოლის ველზე ზარალისა და მსხვერპლის შეფასება
ტექნიკური მახასიათებლები:
ფრენის ხანგრძლივობა – 8 საათი
ფრენის სიმაღლე – 100-3000 მეტრი
სიჩქარე – 60-160 კმ/სთ
სასარგებლო ტვირთი - ორკამერიანი ვიდეოპლატფორმა, ფოტოკამერა, თერმული კამერა და ინფრაწითელი კამერა უპილოტო საჰაერო სისტემის გამოყენების დროს საფრენი აპარატის მიწაზე დაშვებისას იხსნება პარაშუტი და ამავე დროს იბერება უსაფრთხოების ბალიში ზედმეტი დაზიანების შემსუბუქების მიზნით. საფრენი აპარატის დაფრენისას პარაშუტი მაშინვე ავტომატურად იხსნება. სისტემა გამოიყენება ნებისმიერ კლიმატურ პირობებში და ასევე ტემპერატურის მნიშვნელოვანი გრადაციის შემთხვევაშიც.
მსგავსი სიახლეები
დიდი ალბათობით, ავღანეთში გაუჩინარებული ჩვენი კაპრალი ცოცხალია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში სტუმრობისას განუცხადა.
დღეს, 15 მარტს ქართული არტილერიის დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით ვაზიანსა და ხონში I და II საარტილერიო ბრიგადების ბაზებზე ღია კარის დღები გაიმართება. ქართველ არტილერისტთა ოჯახის წევრებს პირადად შეეძლებათ ქართველ სამხედროებს პროფესიული დღე მიულოცონ და მათ სამუშაო გარემოს გაეცნონ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან საქართველოს პრეზიდენტის თვითმფრინავით უზრუნველყოფისთვის თვეში ასი ათასობით ლარი იყო გამოყოფილი. რამდენიმე მილიონი ლარი კვლავ გადასახდელია.
თავდაცვის სამინიტროს დელეგაცია ავღანეთში იმყოფებოდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის დავალებით, ჰელმანდის პროვინციაში საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის
ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა და თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში გააცილეს. ოფიციალური ცერემონია დღეს შერეულ საავიაციო ბაზაზე გაიმართა.
ვაზიანის საწვრთნელ პოლიგონზე დღეს სწავლების Agile Spirit 2012 ღია კარის დღე გაიმართა. სწავლებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნოდარ ხარშილაძე, აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების მეთაურის


































