საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით მიემგზავრება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი აგვისტოში აშშ-ში მიემგზავრება. ვიზიტის ფარგლებში მხარეები უწყებებს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხს განიხილავენ. ყურადღება დაეთმობა ასევე, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას
თავდაცვის მინისტრმა ანდჟეი ტიშკევიჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დღეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანდჟეი ტიშკევიჩი მიიღო. გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე ირაკლი ალასანიამ უცხოელ სტუმართან
უსაფუძვლო განცხადებებს ჩვენი ჯარისკაცები ძალიან მტკივნეულად განიცდიან - ირაკლი ალასანია
უსაფუძვლო განცხადებებს ჩვენი ჯარისკაცები ძალიან მტკივნეულად განიცდიან, - ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას facebook-ის საკუთარ გვერდზეა გამოქვეყნებული.
კუმისის სკოლისთვის ზურაბ ბეგიაშვილის სახელის მინიჭების ცერემონიას თავდაცვის მინისტრი დაესწრო
კუმისის სკოლისთვის 2008 წლის აგვისტოს ომში დაიღუპული სამხედრო მოსამსახურის ზურაბ ბეგიაშვილის სახელის მინიჭების ცერემონიას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი დაესწრნენ.
სამალავში აღმოჩენილი იარაღი საქართველოს თავდაცვის უწყებას არ ეკუთვნის - ირაკლი ალასანია
ეს არ იყო თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიება და არც სამალავი, - ამ შეფასებით თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია შსს-ს მიერ სამეგრელოში აღმოჩენილი იარაღის სამალავის თემას გამოეხმაურა.
სწავლება “Shared Horizons 2013” დაიწყო
დღეს, სწავლება “Shared Horizons 2013” დაიწყო. სწავლების მიზანი ეროვნული რეაგირების გეგმის მიხედვით, ბუნებრივი კატაკლიზმების დროს უწყებათაშორის ერთიანი რეაგირების მექანიზმების შემუშავებაა. სწავლების მონაწილეთა შორის ასევე, ამერიკის გვარდიის წარმომადგენლები არიან.
ირაკლი ალასანია აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ერთდღიანი ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ალასანიამ აზერბაიჯანელ კოლეგასთან გენერალ-პოლკოვნიკ საფარ აბიევთან გამართა შეხვედრა.
საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში PFP პროგრამის ფარგლებში საბაზისო სამთო მომზადების ზაფხულის კურსი მიმდინარეობს
საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის (PFP) პროგრამის ფარგლებში საბაზისო სამთო მომზადების ზაფხულის კურსი მიმდინარეობს. კურსზე მოწვეულია აშშ-ის რეზერვის ოფიცრის მომზადების კორპუსის 45 მსმენელი.
თავდაცვის სამინისტროში არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა გაიმართა
დღეს, თავდაცვის სამინისტროში ქართული ჯარის კვების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ტენდერების შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. შეხევდრაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა ზაზა ბროლაძემ და თამარ ქაროსანიძემ არასამთავრობო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შპს „ქართული კვების კომპანია“ სხვადასხვა სახის სამზარეულო ინვენტარისა და დანადგარების შესყიდვის მიზნით ფასთა გამოკითხვას აცხადებს. შესყიდვის ობიექტია სხვადასხვა სახის სამზარეულო ინვენტარისა და დანადგარების შესყიდვა 14 ლოტად,
ამერიკელ გენერალსა და პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს, პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძესა და ევროპაში აშშ-ის არმიის სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ დონალდ ქემფბელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
ბრძოლაში დაღუპული ყველა გმირის ოჯახი ერთჯერად დახმარებას 100 ათას ლარს მიიღებს
საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახი 15 ათასი ლარის ნაცვლად მიიღებს ერთჯერად დახმარებას 100 ათას ლარს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას მიერ facebook-ზე გავრცელებულ მიმართვაშია ნათქვამი.
ირაკლი ალასანიამ ავღანეთში დაღუპულთა ოჯახებს დღეს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ავღანეთში დაღუპულთა ოჯახებს დღეს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. ირაკლი ალასანია შიდა ქართლში, გიორგი ადამოვის, ზურაბ გურგენაშვილის და ბორის ცუგოშვილის ოჯახებში იმყოფებოდა.
ავღანეთში ქართული შეიარაღებული ძალების გადაჯგუფება იწყება
ავღანეთში ქართული შეიარაღებული ძალების გადაჯგუფება იწყება. გაერთიანებული შტაბის და ISAF-ის სარდლობის ერთობლივი გადაწყვეტილებით,
შეიარაღებული ძალების არანორმირებულ კვებაზე გადასვლას მივესალმები - დიმიტრი შაშკინი
შეიარაღებული ძალების არანორმირებულ კვებაზე გადასვლას მივესალმები, - ამის შესახებ განცხადება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს "პრაიმტაიმში" გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
თავები დაგორდება ყველასი, ვინც ვერ იაზრებს პასუხისმგებლობას - ირაკლი ალასანია
როგორც კი დასრულდება გამოძიება და დადგინდება დამნაშავე, ჩემს მიერ იქნება უმკაცრესი ზომები მიღებული და თავები დაგორდება, - თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ასეთ კომენტარს აკეთებს სამხედრო ბაზაზე სამხედროების მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით.



































