საინტერესო

მერაბ სეფაშვილი: უგემოვნო მუსიკის კეთება მსოფლიო ტენდენციიაა

შაბათი, 16 ივნ 2012 14:39

ქართული ესტრადის წარმატებული მომრერალი "ჯეონიუსთან" საუბარში  ამბობს, რომ მის კარირულ წინსვლაში მთავარი  წვლილი, მის მშობლებს მიუძღვით.

როგორი ბავშვობა გქონდათ?

განებივრებული ბავშვი არ ვყოფილვარ. საინტერესო ბავშვობა მქონდა, იმიტომ რომ, ჩემი მშობლები მუსიკოსები იყვნენ და ხშირად მიწევდა მათთან ერთად გასტროლებზე სიარული. ეს იმ პერიოდში დიდი ფუფუნება იყო, რადგან არ იყო საშუალება სადმე გასართობად წასულიყავი. გატაცებული ვიყავი სპორტით. სიმღერით 15 წლის ასაკში დავინტერესდი და ამ გზას გავყევი.

სად მიიღეთ მუსიკალური განათლება?

სკოლის პერიოდში ვსწავლობდი მუსიკალურ სკოლაში და შემდეგ უკვე დავამთავრე მუსკომედიის ფაკულტეტი თეატრალურ უნივერსიტეტში. ვოკალის პედაგოგი ქალბატონი ჟანა თოიძე იყო.

ვინ არის ადამიანი, ვინც დიდი როლი ითამაშა თქვენს პროფესიულ წარმატებაში?

 ჩემი მშობლები. ისინი დამეხმარენ იმით, რომ გამაჩინეს და მათი გენეტიკა გამომყვა. 16 წლის ასაკში პირველად მოვხვდი ბიგ–ბენდში, რომელსაც გივი გაჩეჩილაძე ხელმძღვანელობდა. შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბევრი რამ იქ ვისწავლე. შემდეგ რათქმაუნდა ცხოვრება გასწავლის და გეხმარება.

გაგიჭირდათ ქართულ შოუ–ბიზნესში თავის დამკვიდრება?

ნამდვილად არა. ყველაფერი ისე აეწყო, რომ, ადგილი შრომით დავიმკვიდრე. შეიძლება ამას გამართლებაც დავარქვათ, მაგრამ ვთვლი, რომ მთავარი ის სიყვარული იყო, რომლითაც მე ამ საქმეს ვაკეთებდი. ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო.

რა სირთულეები შეგხვდათ შემოქმედებით გზაზე?

სირთულეები ყოველთვის გხვდება. იმ პერიოდში, როდესაც დავიწყე, ყვლაფერს ვერ დაუკრავდი და ვერ იმღერებდი. კომუნისტების პერიოდში, თავისუფლების სირთულე ყველაზე მთავარი იყო. მაგრამ მაინც ვახერხებდით ისეთი ფორმით გაგვეკეთებინა ეს, რომ რეზულტატისთვის მიგვეღწია. ადვილი არაფერი არ არის. დღეს ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ პატარა ქვეყნაში ვცხოვრობთ და შოუ–ბიზნსზე ლაპარაკი რთულია. თუ გინდა რაიმე კარგად გააკეთო, უნდა იშრომო და აქედან ძალიან დიდ მატერიალურ სარგებელს არ უნდა ელოდო.

დღეს ქართლ შოუ–ბიზნესში არის თუ არა ჯანსაღი კონკურენცია?

პროდუქციის მხრივ არ არის, რადგან კონკურენტული პროდუქტი არ იქმნება. კონკურენცია არც ფულის მხრივ არ არის. ადრე ბევრად კარგი პროდუქცია იქმნებოდა. ამის მიზეზია, დრო, გემოვნება და აზროვნების დეფიციტი, რაც კომპიუტერული ტექნოლოგიებით არის გამოწვეული. უგემოვნო მუსიკის კეთება მსოფლიო ტენდენციაა. თუმცა, ალბათ აქაც მთავარი ადამიანის მონდომებაა. თუ ადამიანი მოინდომებს ყველაფერი შეუძლია.

 

 

მირანდა ჭარხალაშვილი

მსგავსი სიახლეები

ჯასტინ ბიბერის დედა მწერლობას აპირებს

ჯასტინ ბიბერის 36 წლის დედა, მომღერლის ფანების დაინტერესებას ახალი საშუალებით ცდილობს. პატი მალეტი ავტობიოგრაფიული წიგნის დაწერას აპირებს, რომელსაც "არსად, მაგრამ ზევით" ერქმევა.

19 მარტის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისათვის

ვერძი - დღევანდელი დღე სიახლებით და სასიამოვნო ამბებით იქნება სავსე. შეეცადეთ, აიხდინოთ თქვენი სურვილები დღეს.

კურო - დღეს ეცადეთ შეინარჩუნოთ კარგი განწყობა. ბევრი იცინეთ და დრო სასიამოვნოდ გაატარეთ.

ნახევრადშიშველი რიჰანა თაყვანისმცემლებს თავისი გასაოცარი ფორმებით ხიბლავს

ჩამწერ სტუდიაში საათების გატარებასთან ერთად, რიჰანა  ტანის გასაოცარ ეფექტზე გამუდმებით ზრუნავს. მომღერალმა ჰავაიზე ერთ-ერთი მდიდრული იახტიდან გამოაბიჯა, მას   ვერცხლისფერი საცურაო კოსტუმი ემოსა, რომელიც  სხეულის ძალიან ცოტა ნაწილს უფარავდა.

დედამიწას ასტეროიდი დღეს ყველაზე ახლო მანძილზე ჩაუვლის

ციური სხეულების ისტორიაში, ყველაზე ახლო მანძილზე,  დედამიწას ასტეროიდი უახლოვდება. 100-მეტრიანი ციური სხეულის გადაადგილებას "ნასა" პირდაპირ ეთერში გადასცემს. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ასტეროიდი დედამიწას 12 საათში მოუახლოვდება.

მეცნიერების განცხადებით, დედამიწაზე ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი დაიწყო

მეცნიერების განცხადებით, დედამიწაზე ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი დაიწყო, რომელიც მზეზე მსხვილი პლაზმის ამოფრქვევითაა გამოწვეული. აღსანიშნავია, რომ სპეციალისტები ატმოსფერული წნევის რეკორდულ დაცემას პროგნოზირებენ.

საღეჭი რეზინი გამოცდის ჩაბარებაში დაგეხმარებათ

მეცნიერებმა კვლევების შედეგად დაადგინეს, რომ თუ ადამიანი გამოცდის ჩაბარებამდე 5 წუთით ადრე საღეჭ რეზინას დაღეჭავს, ის დავალებას უკეთ გაართმევს თავს, -ამ დასკვნამდე ნიუ-იორკის Lawrence-ის უნივერსიტეტის პროფესორები მივიდნენ.

ფოტოკოლაჟი